"აბა ომი გინდა? " - არა, ომში უკვე ვართ, ამ ომის დასრულება გვინდა" - გიორგი ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:

"რადგან საინფორმაციო (ჰიბრიდულ) ომში ყველანი ჩართულები ვართ, დაუღალავად გავიმეოროთ რატომ გვინდა რუსეთისგან ხსნა.

- დღეს საქართველოში 60 ათას ბავშვზე მეტი უკიდურეს სიღარიბეშია, რეალურად შიმშილობს, მათი ფიზიკური და მენტალური განვითარება უდიდეს საფრთხეშია;

- 600 ათას ადამიანზე მეტი სოციალურად დაუცველია, უკიდურეს სოციალურ პირობებშია;

- 300 ათას ადამიანზე მეტი მოვალეთა რეესტრშია;

- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 წლით ნაკლებია ვიდრე დასავლურ ქვეყნებში, 15 წლით ადრე ვკვდებით;

- მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაშია, მოწყვეტილი საკუთარ შვილებს და მშობლებს;

- ქვეყნის 20% ოკუპირებულია;

- 5000 ადამიანით მეტი მხოლოდ კოვიდით მოგვიკვდა, ვიდრე საშუალო ევროპული სიკვდილიანობის მაჩვენებელია;

- ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება;

"აბა ომი გინდა? " - არა, ომში უკვე ვართ, ამ ომის დასრულება გვინდა (იხ. ჩამონათვალი)

"100 ბავშვის სიკვდილი ღირს ეფემერულ ნატოს წევრობად, იქნებ ნეიტრალიტეტზე ვიფიქროთ?"- არა, ნატოს, ევროპის და დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ზუსტად იმიტომ გვინდა ვიყოთ, რომ არ გავნადგურდეთ, როგორც ეს ახლა ხდება და არა პირიქით (იხ. ჩამონათვალი)

Stay strong UKRAINE! 

დიდება უკრაინაში დაღუპულ ჩვენ გმირებს!",- წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სხვა სიახლეები:

📍გიგა მაქარაშვილი ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ღვეზელებს აცხობს

📍ის პირველი ევროპელი ჩინოვნიკია, რომელმაც გადაწყვიტა,  მხარი დაუჭიროს ჩვენი ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას მარიუპოლში - ზელენსკი, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობას უხდის

📍უპრეცედენტო განაჩენი: უმძიმესი ბრალდებით გასამართლებული ირაკლი ქორიძე 4 წლის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს - „ის ამას ვერ მოესწრო, რადგან ციხეში გარდაიცვალა“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793630102

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ

„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...

ნინო წილოსანი

1793628822

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს

„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1793627463

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები

„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...

ირაკლი ჭეიშვილი

1793626828

საზოგადოება

გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...

გია ვოლსკი

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური