„ახლა კი გვყავს მთავრობა, რომლის "პრორუსულობა" სულ უფრო თვალსაჩინო ხდება და რომელიც მხოლოდ რიტუალურ პროდასავლურობას ინარჩუნებს“ - გია ნოდია

თვალსაჩინოა, რომ ანტირუსული (იგულისხმება თბილისში ჩამოსული რუსები და არა რუსეთის სახელმწიფო) გრძნობები ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ, - ამის შესახებ  პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს. 

„ეს პარადოქსია: რაც არ უნდა სოლიდარობა გვქონდეს უკრაინის მიმართ, უშუალოდ საქართველოზე თავდასხმა მაინც სხვაა. წესით, რუსებზე მაშინ უფრო უნდა ვყოფილიყავით გაბრაზებულები. რა ხსნის ამას?

ზედაპირული ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ იმ ომის შემდეგ რუსების ასეთი რაოდენობით "შემოსევა" არ ყოფილა, შესაბამისად, ამ დონის ვიზუალური გამღიზიანებელი არ გვქონია (ადამიანები, როგორც ვიცით, თვალს უფრო აყვებიან, ვიდრე რაციონალურ არგუმენტებს).

ესეც ფაქტორია. მაგრამ მე მგონი, მთავარი მიზეზი შიდაპოლიტიკურია: მაშინდელ მთავრობას ბევრი ემტერებოდა სხვადასხვა ნიშნით, მაგრამ პრორუსულს (ოდნავ ჭკუათმყოფელი) ვერავინ უწოდებდა. ცხადია, რუსეთის ახალი აგრესიის შიში არსებობდა, მაგრამ არავის ეშინოდა, რომ ხელისუფლება რუსეთის ჩვენს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას წაახალისებდა და ხელს შეუწყობდა. ამიტომ, ვთქვათ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შექმნა და მათი ტურიზმის წახალისება პრაქტიკულად არავის გაუპროტესტებია. არავინ ჩაუთვლია ეს "პრორუსულ" ნაბიჯად (ჩემი აზრით, სრულიად სამართლიანად), რადგან მიშასგან პრორუსულ ნაბიჯებს არ ელოდნენ.

ახლა კი გვყავს მთავრობა, რომლის "პრორუსულობა" სულ უფრო თვალსაჩინო ხდება და რომელიც მხოლოდ რიტუალურ პროდასავლურობას ინარჩუნებს; ის სულ უფრო მეტად ეყრდნობა ხალხს, ვისთვისაც მისი პრორუსულობა სულაც არ არის ნაკლი. შესაბამისად, რაკი არ გვწამს (ვისაც არ გვწამს), რომ ხელისუფლება მოტივირებულია რუსეთის მხრიდან პოლიტიკური (და არა მხოლოდ სამხედრო) აგრესიისგან ჩვენს დასაცავად, რუსეთის და რუსების წინაშე გაცილებით უფრო დაუცველად ვგრძნობთ თავს. ეს დაუცველობის განცდა ბადებს რეაქციას, რომ ნებისმიერი კაფეში მჯდომი რუსი წყვილი ოკუპაციური პროექტის ნაწილია.

რამდენად შეადგენს რუსების "შემოსევა" რეალურ საფრთხეს, ან როგორი უნდა იყოს მათ მიმართ დამოკიდებულება - სრულიად სხვა საკითხია. ამაზე არ ვწერ (რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მეც მხარს ვუჭერ - მაგრამ ეს არსებული ხელისუფლების პირობებში წმინდად თეორიული საკითხია), მხოლოდ იმ ფაქტის გაგებას ვცდილობ, რატომ არის ჩვენი სპონტანური ფსიქოლოგიური რეაქცია რუსის დანახვაზე დღეს გაცილებით უფრო მძაფრი, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ.

ამიტომ გავიმეორებ, რაც აქ რადმენჯერმე ვთქვი: როგორც არ უნდა ვაფასებდეთ რუსეთის მოქალაქეების "შემოსევას", როგორც პრობლემას, ის მაინც მეორადია უფრო სტრატეგიულ პრობლემასთან შედარებით, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გვყავს“, - წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ფული, ქონება, კომფორტი, გარეგნული სილამაზე, ფიზიკური ჯანმრთელობა - ეს ყველაფერი მის განკარგულებაშია“ - ასტროლოგი გირჩევთ

🔵 თბილისის მერია: რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანას, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება, მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს

🔵 დავეხმაროთ მარიამს და მის პატარა ტყუპებს - კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მეგობრის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793627463

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები

„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...

ირაკლი ჭეიშვილი

1793626828

საზოგადოება

გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...

გია ვოლსკი

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური

1793625126

მსოფლიო

კიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა

კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...

კიევში დენის გათიშვა

1793625095

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა