"ამ დღეს წმინდა ნიკოლოზის ხატს სრულიად განსაკუთრებული დავალება მივეცი" - ნინო დანელია 9 აპრილის მოვლენებზე

პროფესორი ნინო დანელია 9 აპრილის მოვლენებზე, სოციალურ ქსელში წერს:

"ზუსტად აღარ მახსოვს რა დღეა, მაგრამ 9 აპრილის შემდეგი პერიოდია.

ჩვენთვის ტრაგიკული და ამავე დროს იმედიანი დღე, რომ ოდესმე სსრკ-გან თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვიქნებით.

წმინდა ნიკოლოზის ხატი ბებიამ მაჩუქა ბავშვი როცა ვიყავი და მითხრა, რომ წმინდა ნიკოლოზს სასწაულების მოხდენა შეეძლო.

მეც მეტი რა მინდოდა, ხან ნიშნის გამოსწორებას ვთხოვდი, ხან ბოტასებს, ხან კატის კნუტს და ვიყავით ასე.

ამ დღეს ხატს სრულიად განსაკუთრებული დავალება მივეცი.

პირველად და უკანასკნელად მეჭირა ხელში ასე საჯაროდ.

დარწმუნებული ვიყავი, რომ სასწაულს მოახდენდა და საქართველოს სსრკ-გან გაათავისუფლებდა.

არ ვიცოდი მაშინ, რომ დამოუკიდებლობას კი მივიღებდით, ბევრსაც ვიბრძოლებდით მის შესანარჩუნებლად, სსრკ არ გაქრებოდა, რუსეთად იქცეოდა და ისევ, 30 წლის მერეც ჩემი ქვეყნის დამონება მოუნდებოდა. 

ზუსტად ვიცი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამირანი გვარგუნა ბედმა თავის ჰა და ჰა გასაწყვეტი ჯაჭვით, რომელიც სწორედ მაშინ მთელდება, როცა გგონია, უნდა გაწყდეს, მაინც გავწყვეტთ, მაინც თავისუფალი იქნება ეს ქვეყანა და თავისუფლებისთვის მეომარი თუ მშრომელი ყველა ადამიანის სული მოისვენებს.

ჩვენც მოვისვენებთ და იქნებ სხვა დღის წესრიგის შექმნაც მოვახერხოთ, სადაც მთავარი ღირებულებები თავისუფლება, თანასწორობა, ერთმანეთის თანაგრძნობა და სიკეთე იქნება.

ვიცი, გაწყდება ჯაჭვი და საბოლოოდ გავხდებით ევროპული ოჯახის თანასწორი წევრი ქვეყანა.

წინ რთული და გრძელი გზაა.

16:00 საათზე რუსთაველზე შევხვდებით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის",- წერს დანელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍დეგნანი: საბჭოთა ძალების მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე თავდასხმისა და მათი დახოცვის სასტიკი ქმედება მწარე მოგონებად სამუდამოდ დარჩება

📍"ლიანა ელიავამ გადაწყვიტა 9 აპრილის მოვლენებისთვის მიეძღვნა ფილმი, რომელსაც უფლის ანგელოზები ერქვა,სამწუხაროდ ცოტა ხანში ეს ფილმი დაიხურა" - ია ფარულავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791387329

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა.  აღსანი...

ტატო გრიგალაშვილი

1791385727

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ორი...

შალვა პაპუაშვილ

1791384011

ახალი ამბები

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...

პროკურატურა პროკურატურა

1791383309

ახალი ამბები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფი...

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტ

1791383197

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე“, – ამის შესახებ „ქართული...

ნიკოლოზ სამხარაძე