ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, სანამ... - რას წერს, თამარ ჩერგოლეიშვილი?
ტაბულას დამფუძნებელი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
"ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, სანამ ივანიშვილის ანტიდასავლური რეჟიმი შინაარსით პროდასავლური ხელისუფლებით არ შეიცვლება.
ეს ვერ მოხდება ქუჩიდან წნეხის გარეშე.
ეს ვერ მოხდება მანამდე, სანამ არჩევნებს რეჟიმის ადმინისტრაცია ატარებს.
ქუჩიდან წნეხი იმისთვისაა საჭირო, რომ შემდეგი არჩევნები დროებითმა ადმინისტრაციამ დემოკრატიულად ჩაატაროს.
პარტიების ძალა და ფასი გაიზომება ქუჩაში.
ყველა პარტიის უვარგისობა/ვარგისიანობა გაიზომება იმით, რამდენად შეუძლიათ წნეხის შექმნა ქუჩაში.
ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ამომრჩეველი გააქტიურდეს, ჩვენს შეთავაზებულ გზაში საკუთარი უკეთესი მომავალი დაინახოს და ქუჩაში გვერდში დაგვიდგეს.
ამას ვაკეთებთ მეთოდურად და ჯიუტად 1 წელია.
ვაგებინებთ ადამიანებს ჩვენ რა გვინდა და ვისაც იგივე უნდა, გვერდში გვიდგებიან.
იგივე უნდა ქნან, თუ თავი აქვთ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა.
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური პარტიების უდიდეს უმრავლესობას მოქალაქეების მოტივაცია ფულის და რომელიმე საჯარო უწყებაში დაპირებული სამსახურის გარეშე შეუძლია.
მაგრამ, თუ ეგ არ შეუძლიათ, მაშინ არც პოლიტიკაში ესაქმებათ.
მოკლედ, ოპოზიციური სპექტრის ამოცანა დღეს მისი დღის წესრიგის მხარდამჭერი ადამიანების ენერგიის შექმნაა ქუჩაში.
ვინც ამას ვერ შეძლებს, რეჟიმის შეცვლასაც ვერ შეძლებს",-წერს, თამარ ჩერგოლეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა გელოდება დღეს? - 21 აგვისტოს ჰოროსკოპი
🔵 VIDEO: სრული დომინაცია! მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...
1793623405
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...




























