"არ დამარცხდება ეს ხალხი! რატომ? - იმიტომ, რომ შაქარი და მაკარონის ნაცვლად იარაღი იყიდეს"
სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მიქაია, სოციალურ ქსელში უკრაინელი ხალხის შესახებ ემოციურ წერილს აქვეყნებს:
"არ დამარცხდება ეს ხალხი!
რატომ?
იმიტომ, რომ საოცარი სიყვარული აჩვენეს საკუთარი სამშობლოსი!
იმიტომ, რომ არ გაქცეულან და არ დაუცლიათ მაღაზიები!
იმიტომ, რომ შაქრის და მაკარონის ნაცვლად იარაღი იყიდეს!
იმიტომ, რომ 300 ათასი კაცი ჩაეწერა ტერიტორიულ თავდაცვაში!
იმიტომ, რომ 140 ათასი ემიგრანტი დაბრუნდა უკრაინაში და იცავს საკუთარ სამშობლოს!
იმიტომ, რომ ყველა, პოზიციაც და ოპოზიციაც ერთი მიმართულებით მიცურავს ახლა, გამარჯვებისკენ!
იმიტომ, რომ სისხლი უდუღთ და მზად არიან სიკვდილამდე იბრძოლონ!
იმიტომ, რომ არავინ ამბობს იქ ,,აბა ომი გინდა?” იმიტომ, რომ ადამიანურად ექცევიან ტყვეებს, და სასტიკად უსწორდებიან მოღალატეებს!
იმიტომ, რომ კაცი, ქალი, მოხუცი და ახალგაზრდა ერთად იბრძვის საკუთარი მიწისთვის!
იმიტომ, რომ უყვართ ერთმანეთი და უყვართ საკუთარი სამშობლო!
ეს ხალხი გაიმარჯვებს ყველაზე დიდ ბოროტებაზე და აუცილებლად გაიმართება წელში!
საოცარი ერია და ურაგანივით გადაუვლის მსოფლიოს ყველაზე დიდ ბოროტებას!
ეს ხალხი გაიმარჯვებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში და მოიპოვებს არა მარტო საკუთარ თავისუფლებას!", - წერს მიქაია.
სხვა სიახლეები:
⬛ ღარიბაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი და გაუგებრობაში აღმოჩნდა
⬛ "15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა - ეს არის ფასი, თავისუფლებისა დღევანდელ რუსეთში"
1795896683
ახალი ამბებიპრემიერი - გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რომელიც ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას
„ოპტიმიზმსაც ვინარჩუნებთ, რომ ევროკავშირში ვითარება შეიცვლება, მათ შორის გაწევრიანების კუთხითაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. პრემიერ...
1795895128
ახალი ამბებიპრემიერი: 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული
„35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ზუსტად სოციალურ...
1795894004
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, სამივე მიმართულებით არის უარყოფითი ტენდენციები
„სამი მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, სამივე მიმართულებით არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, როგორც წარსულშ...
1795892179
ახალი ამბებიპრემიერი - წამლის ფასებზე იქნა მიღებული კონკრეტული ზომები, რეფერენტული ფასებით მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები, რამაც მოგვცა საშუალება, ინფლაციური პროცესები წამლების ნაწილში დაგვესტაბილურებინა
წამლის ფასებზე იქნა მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული ზომები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლე...
1795890854
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი
„შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენ...





























