ირაკლი კობახიძე - სამი მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, სამივე მიმართულებით არის უარყოფითი ტენდენციები

„სამი მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, სამივე მიმართულებით არის უარყოფითი ტენდენციები, თუმცა, როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში. ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპა ნამდვილად იყო მშვიდობის პროექტი მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში და მას უამრავი ხიბლი ჰქონდა.

„ბევრი რამ არ მოგვწონს, რა თქმა უნდა, რაც ხდება ევროკავშირში და ამაზე ძალიან ხშირად და ღიად ვსაუბრობთ, თუმცა გვაქვს იმედი, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება. გვაქვს ეს ოპტიმიზმი. აქვს თუ არა ამ ოპტიმიზმს რაღაცა კონკრეტული საფუძველი კონკრეტული ქცევიდან გამომდინარე, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მაინც ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ რაღაც მომენტში შეიცვლება ზოგადად ტენდენციები ევროკავშირში. ზოგადად ევროპაში იყო უამრავი პრობლემა. ევროპა ისეთი, როგორიც დღემდე მოგვწონდა, თუ არ ჩავთვლით ევროპული ბიუროკრატიის ბოლოდროინდელ ქცევებს, ჩამოყალიბდა 40-იანი წლების შემდეგ. მანამდე ევროპას უამრავი პრობლემა ჰქონდა: იყო მეორე მსოფლიო ომი, პირველი მსოფლიო ომი, ევროპა იყო ამ ყველაფრის ინიციატორი, იქამდე იყო შუა საუკუნეები, ინკვიზიცია, ათასი უბედურება. საბოლოო ჯამში, 40-იანი წლების ბოლოს, ძირითადად 1949 წლიდან, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ევროპა ჩამოყალიბდა ისეთად, როგორიც ჩვენ მოგვწონდა მრავალი ათეული წლის განმავლობაში, მათ შორის კეთილდღეობის მაღალი ხარისხით. ევროპა ნამდვილად იყო მშვიდობის პროექტი მთელი ამ ათწლეულების მანძილზე, უამრავი ხიბლი ჰქონდა ევროპას. სამწუხაროდ, თანდათანობით, 2008 წლის შემდეგ ეს ხიბლი ცოტა მინელდა, თუმცა ევროპა ახერხებდა ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე კვლავაც აღორძინებას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აქაც ეს ძალიან მძიმე ტენდენციები შეიცვლება დადებითისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური კუთხით ევროპაში არსებულ უარყოფით ტენდენციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროპას კეთლდღეობის დაგროვების საშუალება 70-წლიანმა უწყვეტმა მშვიდობამ მისცა.

„70 წელი იყო უწყვეტი მშვიდობა. 1940-იანი წლების ბოლოდან 2008 წლამდე, კონტინენტზე იყო არსებითად მშვიდობიანი პერიოდი. ამის მერე იყო სამი ომი: პირველი - რუსეთ-საქართველოს ომი, მეორე - რუსეთ-უკრაინის ომი და მესამე არის რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი, როდესაც კონტინენტზე თვისებრივად დაირღვა მშვიდობა. ზუსტად 2008 წლის შემდეგ იწყება მძიმე ეკონომიკური ტენდენციები. მე ხშირად მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, ეს მაჩვენებელი არის შემცირებული 18%-მდე. არის დრამატული ვარდნა კეთილდღეობის და ეკონომიკის კუთხით. იგივე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები ჩამორჩებოდა ევროკავშირს 2008 წლისთვის და დღეს ამერიკის ეკონომიკა არის დაახლოებით 30 ტრილიონი, როდესაც ევროკავშირის ეკონომიკა არის დაახლოებით 21,5 ტრილიონი. ჩინეთი დაეწია. ჩინეთის ეკონომიკა 90-იან წლებში საერთოდ იყო ერთი ტრილიონი და დღეს ჩინეთის ეკონომიკა არის თითქმის 20 ტრილიონი დოლარი. წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე ტენდენციებია და ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ ძალიან ხშირად, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური კუთხითაც მოახერხებს ევროპა ამ ტენდენციების შენარჩუნებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, მეორე, რითაც გამოირჩეოდა ევროპული სივრცე, ეს იყო ძლიერი იდენტობა, ძლიერი კულტურული იდენტობა და ძლიერი, მათ შორის, ქრისტიანული იდენტობა და ამ მიმართლებითაც სახეზეა უარყოფითი ტენდენციები.

„იდენტობის კრიზისი, კრიზისული ვითარება ეთნიკური თვალსაზრისით, რელიგიური თვალსაზრისით არის ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა, სადაც ქრისტიანული ნაწილი მოსახლეობის არის ნახევარზე ნაკლები და ზოგიერთ შემთხვევაში 20%-იც კი ასახელებს საკუთარ თავს ქრისტიანად. ეთნიკური კუთხით არის ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციის კრიზისი, რაც ასევე თავსმოხვეულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. ამ კუთხითაც არის პრობლემა. მესამე ფუნდამენტური კრიზისი არის დაკავშირებული სუვერენიტეტთან. შესუსტებულია ევროკავშირის სტრუქტურების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი. ანუ სამივე ამ მიმართულებით, სადაც ევროპა იყო გამორჩეულად ძლიერი მსოფლიო მასშტაბით - კეთილდღეობის ხარისხი, ძლიერი იდენტობა და სუვერენიტეტი, სამივე მიმართულებით არის უარყოფითი ტენდენციები. თუმცა, როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში. ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ და არა ისეთი ევროკავშირის, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება განვითარდეს და კიდევ უფრო მძიმე კრიზისში შეიძლება გაეხვეს. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპა მოახერხებს აღორძინებას და საბოლოო ჯამში ჩვენ გავხდებით სწორედ ღირსეული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელიც ამ ტენდენციებით შეიძლება ძალიან უარყოფით შედეგებამდე მივიდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795885652

ახალი ამბები

პრემიერი - ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე

„ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაო...

ირაკლი კობახიძე

1795885594

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას

„ჩვენი დაპირება დღესაც ძალაშია, ჩვენი დაპირება საარჩევნოდ იყო „ღირსებით ევროპისკენ“, ღირსებით, კეთილდღეობით, თავისუფლებით ევროპისკენ და ეს დაპირება დღესაც ძალაშია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე

1795885158

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება

„კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა წელიწად-ნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. როცა დაკარგ...

ირაკლი კობახიძე

1795885120

ახალი ამბები

პრემიერი - დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან

„2024 წლის ბოლომდე, 3 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ხელისუფლების გადატრიალების სამი მცდელობა და ამ სამიდან ორი იყო ძალადობრივი, ერთი იყო არაძალადობრივი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტ...

ირაკლი კობახიძე

1795883276

ახალი ამბები

„მამას დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“ - დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა...

პროკურატურა