პრემიერი - გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რომელიც ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას
„ოპტიმიზმსაც ვინარჩუნებთ, რომ ევროკავშირში ვითარება შეიცვლება, მათ შორის გაწევრიანების კუთხითაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ზოგადად, ევროინტეგრაცია რთული პროცესია.
„ბოლოს რაც მოვისმინეთ ევროინტეგრაციის კუთხით, ახალ წევრებს მიიღებენ რეალურად, ფაქტობრივად, ხმის უფლების გარეშე. ასეთ წევრობას, დამეთანხმებით, რომ უკვე ფასი ეკარგება. ახლა ასეთ გადაწყვეტილებებს რატომ იღებს ევროპული ბიუროკრატია, აბსოლუტურად გაუგებარია. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმედი გვაქვს ვითარების შემოტრიალების“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნაზე.
„ასევე ლტოლვილების საკითხი იყო ნახსენები. არა მარტო ლტოლვილების საკითხი, ჩვენ გვთხოვენ კონკრეტული კანონის გაუქმებას. ერთი, რომ "გამჭვირვალობის კანონის" გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რომელიც ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას - უმარტივეს რამეს. ამის გაუქმებას რომ გთხოვენ, თან იმ ფონზე, რა ფონიც გამოვიარეთ, ეს რევოლუციის მცდელობები, გამოდის, რომ ვიღაცებს ევროპულ ბიუროკრატიაში ისევ უნდათ იმ რევოლუციური პროცესების გამეორება, რასაც გეგმავდნენ ჩვენს ქვეყანაში. ასევე ითხოვენ "არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონის გაუქმებას. ჩვენ რა ჩავწერეთ ამ კანონში, ყველაზე მარტივი რაც არის, რომ არ შეიძლება კაცი წავიდეს სამოქალაქო რეესტრში და გადაეწეროს ქალად, ან ქალი წავიდეს სამოქალაქო რეესტრში და გადაეწეროს კაცად. ამას ითხოვენ ჩვენგან, რომ ვიღაც კაცი - პირობითად გიორგი გიორგაძე - შეიძლება წავიდეს სამოქალაქო რეესტრში, ოპერაციაც კი არ სჭირდება, არაფერი არ სჭირდება, შეიძლება ჩაეწეროს თამარ გიორგაძედ, ძალიან მარტივად. ახლა ასეთ აბსურდში არიან შესული, მაგრამ არ ვიცი, ეს აბსურდი რამდენად შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ესეც მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიგრაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
„არ შეიძლება, თავს მოახვიო ქვეყნებს მიგრაცია იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ხდება. უნგრეთის მაგალითი არის საუკეთესო. რაც შეეხება ლგბტ საკითხებს, ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას, ამ კუთხით უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება და ზოგადად პატივი უნდა სცენ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, რაც დღეს, სამწუხაროდ, ასე არ არის. ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1795887672
ახალი ამბებიპრემიერი: პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!
„პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა...
1795886747
ახალი ამბებიპრემიერი: ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, იმედი გვაქვს, რომ მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები
„ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა იმე...
1795885652
ახალი ამბებიპრემიერი - ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე
„ჩვენ ვთქვით, რომ 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, რომ თუ ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გახსნის თაო...
1795885594
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას ვინც სწორად წაიკითხავდა და გაიგებდა, იქ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა ევროპული გზიდან გადახვევას
„ჩვენი დაპირება დღესაც ძალაშია, ჩვენი დაპირება საარჩევნოდ იყო „ღირსებით ევროპისკენ“, ღირსებით, კეთილდღეობით, თავისუფლებით ევროპისკენ და ეს დაპირება დღესაც ძალაშია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-...
1795885158
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება
„კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა წელიწად-ნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. როცა დაკარგ...































