ღარიბაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი და გაუგებრობაში აღმოჩნდა

"საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი  და გაუგებრობაში აღმოჩნდა", - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი.

მე მინდა, ვარაუდი გამოვთქვა რომ იგი ამ გაურკვევლობაში, გაუგებრობაში აღმოჩნდა.

აქვე, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე, ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება.", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე გააკეთე განცხადება, თუ რატომ ეთქვა პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი

"რატომ არ მისცა მთავრობამ თანხმობა სალომე ზურაბიშვილს, ამაზე ძალიან მარტივი პასუხი არსებობს:

საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, საკითხი შეათანხმოს მთავრობასთან - მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს",- განაცხადა პრემიერმა.

ამავე თემაზე:

🔲 "უკრაინის საკითხებზე წავიდა, მაგრამ რა ჩამოიტანა, შედეგი რა იყო?" - მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე

🔲 პრეზიდენტი: ჩემი ორმოცწლიანი გამოცდილება დიპლომატიაში ქვეყნისთვის მაქსიმალურად გამოსაყენებელია - ვიდრე დასაკარგი

🔲 თეა დარჩია: ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, რადგან სიცოცხლის ფასი იცის 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793089517

ახალი ამბები

სოპნენდუ მოჰანტი: შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წერდა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო, საქართველო ახლა სწორედ ამ ეტაპზეა, რაც უფრო გავცემთ, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკა

გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელის სოპნენდუ მოჰანტის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სექტორის მომავალს ხელოვნური ინტელექტი, ტოკენიზაცია და კვანტური ტექნოლოგიები განს...

სოპნენდუ მოჰანტი

1793088014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე

სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ი...

ლევან მახაშვილი

1793087116

ახალი ამბები

პრემიერი: 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია

2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მ...

პრემიერი

1793086893

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი

„ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრად...

მარიამ ქვრივიშვილი

1793086157

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე მხარე ცდილობს, დააკნინოს საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რაც იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ისტორიები ასახულია დოკუმენტში

„ერთი მხრივ, იყო არგუმენტირებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა და მეორე მხრივ, ამის პასუხად, ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური ნარატივი, რომელიც იყო უსაგნო მსჯელო...

თორნიკე ჭეიშვილი