ირაკლი კობახიძე - შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი

„შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი, თან საქართველოს მოქალაქეებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროა ის, რომ კეთილდღეობის ზრდა ხელს არ უწყობს შობადობის გაზრდას და, პირიქით, საპირისპირო ტენდენციებია

„რაც შეეხება დემოგრაფიულ ვითარებას - დემოგრაფიული ვითარება ორ ნაწილად რომ გავყოთ, ერთი არის დაკავშირებული შობადობასთან და გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები. ეს ტენდენციები ახასიათებს მთელი ევროპის მასშტაბით ქვეყნებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას აქვს იდეოლოგიური საფუძველი, მათ შორის მთელი ამ წლების განმავლობაში, სხვათა შორის, აქაც უცხოურ დაფინანსებაზე როცა არის საუბარი, თავს რომ გვახვევდნენ ამ გენდერულ ე.წ. იდეოლოგიას, ათას უბედურებას, რასაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევდით, იმიტომ, რომ მაშინ სახელმწიფო არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. აი, ამ ყველაფერმა გამოიღო თავისი უარყოფითი შედეგები. ერთი სამწუხარო მოვლენა არის ის, რომ კეთილდღეობის ზრდა ხელს არ უწყობს შობადობის გაზრდას და, პირიქით, საპირისპირო ტენდენციებია. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დახედოთ მსოფლიო რუკას, სადაც არის კეთილდღეობის ყველაზე დაბალი დონე, იქ არის ყველაზე მაღალი შობადობა და პირიქით. ეს არის სამწუხარო რეალობა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა არ გვაძლევს, სამწუხაროდ, შობადობის გაზრდის საშუალებას. მსოფლიოში მეორე ადგილზე არის, მაგალითად, ღაზის სექტორი შობადობით - ერთ ქალზე მოდის 8,3 ბავშვი; პირველ ადგილზეა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეკონომიკურად განვითარებული აფრიკული ქვეყანა და ასე შემდეგ. პირდაპირ, მარტივად, ხელისგულზე დევს, დახედეთ რუკას, რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო მაღალია შობადობა და პირიქით. ეს არის ძალიან მკვეთრი ტენდენცია, რომელიც ფიქსირდება.

რაც შეეხება დემოგრაფიის მეორე ნაწილს მიგრაციას, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი, თან საქართველოს მოქალაქეებში. ორი წელია, ზედიზედ გვაქვს უკვე პლუსი, პლუს 1000 და პლუს 2000 იყო ამ ორი წლის განმავლობაში, მცირე, მაგრამ პირველად დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ორი წელია, გვაქვს ეს მაჩვენებელი. აქ ზუსტად რომ ეკონომიკური ზრდა მოქმედებს ამ ყველაფერზე, ანუ ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795885158

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება

„კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა წელიწად-ნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, ორ წელს გაგრძელდა თითქმის ეს ბრძოლა, ჩვენ მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. როცა დაკარგ...

ირაკლი კობახიძე

1795885120

ახალი ამბები

პრემიერი - დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ საერთო არაფერი ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან

„2024 წლის ბოლომდე, 3 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ხელისუფლების გადატრიალების სამი მცდელობა და ამ სამიდან ორი იყო ძალადობრივი, ერთი იყო არაძალადობრივი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტ...

ირაკლი კობახიძე

1795883276

ახალი ამბები

„მამას დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“ - დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა...

პროკურატურა

1795880656

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა

„ღირსეული ოჯახის ღირსეული შვილი - ცოტნე ივანიშვილი არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც ჰონგ კონგის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და პირველი ვინც პირადი ჩართულობით დიდად შეუწყო ხელი ჩვენი განათლ...

ზაალ ანჯაფარიძე

1795878886

ახალი ამბები

ავარია კახეთში - დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

კახეთში ავარიას 35 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  ძლიერი შეჯახების შედეგად, 35 წლის  კაცი ადგილზე გარდაიცვალა,...

ყვითელი ლენტი