„არის ხალხი, რომელიც იმ რაოდენობით ფულს, რასაც ჩვენ მთელი კვირა ვაგროვებდით, რესტორანში ხარჯავენ, იქვე და სხვებს დასცინიან“ - გიორგი ღოღობერიძე უკრაინის საზღვრიდან

ექიმი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, უკრაინელების დასახმარებლად გაფრინდა, ადგილიდან ინფორმაციას ავრცელებს.

„მეგობრებო, ჩვენ საზღვართან ჩასვლის პირველივე წამიდან უკრაინელ ხალხს გვერდით ამოვუდექით. და იქ რომ წავსულიყავით, ამისთვის ბევრ რამეზე მომიწია მე პირადად უარის თქმა (კლინიკა, ლექციები, გადაღებები).

ცხოვრებაში პირველად დავდე ანგარიშის ნომერი, ისიც დაყოვნებით და იმაზეც ცოტაოდენი თანხა შეგროვდა, რადგან ისე მქონდა დადებული, რომ ბევრმა ვერც ნახა, სანამ პოსტი არ გახსნა.

შეგროვდა ცოტა, მაგრამ რაც შეგროვდა, იმას დავამატეთ და იმ ოჯახს მივეცი ხელში, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენთან საუბრისას. რადგან ხალხის ფული იყო, სალაპარაკო რომ არ გამხდარიყო, სურათიც გადავიღე და ხალხსაც ვაცნობე, თუ კონკრეტულად ვის მივეცით. ეს ბევრისთვის შეიძლება ყოფილიყო მაგალითი, რომ იგივე გაეკეთებინათ. 

თანხა სხვებსაც მივეცით, ჩვენი ჯიბიდან, მაგრამ ეს ნაწილი აღარ გადაგვიღია, რადგან ის ჩვენი ჯიბიდან იყო გაკეთებული და არ იყო საჭირო მისი საჯაროდ ლაპარაკი.

სამწუხაროდ, არის ხალხი, რომელიც იმ რაოდენობით ფულს, რასაც ჩვენ მთელი კვირა ვაგროვებდით, რესტორანში ხარჯავენ, იქვე და სხვებს დასცინიან.

მდიდრებს ისე აქვთ სამყაროზე ხედვა შეცვლილი, ყველგან რაღაც ინტერესს ხედავენ და ვერ წარმოუდგენიათ, თუ ვინმეს მართლა შეიძლება უნდოდეს დახმარება.

და მაინც, ამ პოსტის დაწერის აზრი ის არის, რომ ყურადღება ომში დაზარალებული ხალხის მიმართ არასდროსაა ზედმეტი.

ერთი ჩახუტება, ერთი თბილი სიტყვაც კი უფრო მეტ შემართებას მისცემთ, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია
და ვფიქრობ, მსგავსი აქტივობა უფრო მეტი უნდა მქონდეს და მექნება კიდეც! - წერს გიორგი ღოღობერიძე.

ასევე საინტერესოა:

🛑  პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

🛑 სახლში  7 ობოლი დარჩა. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ დარდისგან განახევრებულ დედასთან ერთად - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

🛑 მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს - ვოლოდიმირ ზელენსკი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793630392

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის

„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...

შალვა პაპუაშვილი

1793630102

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ

„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...

ნინო წილოსანი

1793628822

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს

„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1793627463

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები

„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...

ირაკლი ჭეიშვილი

1793626828

საზოგადოება

გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...

გია ვოლსკი