სახლში  7 ობოლი დარჩა. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ დარდისგან განახევრებულ დედასთან ერთად - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

გთხოვთ აუცილებლად წაიკითხეთ რა-ამ სიტყვებით იწყება ქველმოქმედის, სამოქალაქო აქტივისტის, აკა სინჯიკაშვილის წეერილი, რომლიტაც ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, 7 ობოლისთვის.

"გუშინ დაგვირეკეს და დღეს დილას მოვახერხეთ ამოსვლა. უზარმაზარი თოვლია მთაში, სახლის ფოტოს კი ხედავთ. აქ კაცი გარდაიცვალა. უექიმობით, უწამლობით და დაგვიანებული მკურნალობის გამო. ვიღაც მადლიანმა სახლში გადმოასვენა და სასახლეც უყიდა მიცვალებულს.

🛑 სახლში  7 ობოლი დარჩა. ისეთი საცოდაობა ტრიალებს ვერც წარმოიდგენთ. შვიდი ბავშვი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ დარდისგან განახევრებულ დედასთან ერთად. გზა ალბათ რამდენიმე დღეში გაიხსნება, თოვლი რომ დადნება, თორემ ორხიდიანი მანქანით ძლივს ამოვაღწიეთ.

🛑 ბავშვებს სჭირდებათ საერთოდ ყველაფერი. ისედაც რა დღეში არიან, გული მიკვდება 😭 პატარა  სულ რამდენიმე თვისაა.

ოჯახი სოციალურად დაუცველია, არსებობენ მხოლოდ სოციალური დახმარებით და მეტი არაფრით. აქვთ რა თქმა უნდა პროდუქტის ვალები, ერთი სესხი  და ამ ობლებს დააწვათ ყველაფერი.

🛑 გთხოვთ ჩემს მეგობრებს პირველ რიგში.

ამ ბავშვებს ასე ვერ დავტოვებთ და რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავუკეთოთ!

ფოტოს ვერ დავდებ მაპატიეთ. ან რისი ფოტო უნდა დავდო. მიცვალებულის, დარდისგან გათეთრებული ქვრივის, თუ ტირილისგან დაღლილი ობოლი ბავშვების.

🛑 ჩვენც გვაქვს და დავიწყეთ ყველაფრის ყიდვა. თქვენც მოგვეხმარეთ და ობლებს შეგვიძლია ბევრი რამე გავუკეთოთ.

მისამართისთვის დამირეკეთ ტელეფონზე, ნომერი ინფოში მიწერია. ვინმეს თუ ბავშვებზე პირადად ზრუნვა მოგინდებათ, დამირეკეთ და ჩაგიყვანთ.ჩვენი გვერდით დგომა უზომოდ სჭირდებათ.

აბა ჩვენ ვიცით❤️

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

GE90TB7603845061100016

PayPal - [email protected]"

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili, ,-წერს, აკა სინჯიკაშვილი. 

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔵ბელარუსი უკრაინაში პირდაპირი შეჭრისთვის ემზადება - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

🔵დაღუპულია 56 მოხუცი - რუსებმა ხანდაზმულთა თავშესაფარი დაბომბეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793633174

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...

ლევან მაჭავარიანი

1793630936

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...

ნინო წილოსანი

1793630392

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის

„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...

შალვა პაპუაშვილი

1793630102

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ

„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...

ნინო წილოსანი

1793628822

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს

„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი