"ზელენსკის ესმის, რომ უკრაინის ხარჯზე ჩვენც ვთავისუფლდებით და ახალი ისტორიული, ჯერარმოცემული შანსები გვეძლევა, თანაც უომრად, ამიტომ გაიწვია ელჩი" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ფსიქო ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის საბოლოოდ გაწვევას ეხმაურება:

"ქართველები ძალიან მგრძნობიარეები ვართ.

უცებ გვწყინს.

როგორც ჩანს, ზელენსკიც მგრძნობიარეა და ჩვენგან განსაკუთრებით სწყინს, ამიტომ გაიწვია ელჩი.

ცივ გონებაზე, მე არ გავიწვევდი, ომის საშინელებით ფსიქიკაშეცვლილი, ალბათ მეც გავიწვევდი.

ზელენსკის ესმის, რომ უკრაინის ხარჯზე ჩვენც ვთავისუფლდებით და ახალი ისტორიული, ჯერარმოცემული შანსები გვეძლევა, თანაც უომრად.

მხოლოდ პოზიციის მკაფიოობაა საჭირო და ესეც ვერ შეძლო ჩვენმა მთავრობამ.

რუსული მესიჯებით ეწევიან ზელენსკის დისკრედიტაციას მათი ტროლებიც, მღვდლებიც, რიგითი ოცნებისტებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ათას მადლობას გვიხდის ქართველ ხალხს, ჩვენც ვხედავთ, რომ მთავრობის ოფიციალური განცხადებები არის ცრუქუცული, აი ეშმაკობასაც რომ ვერ დაარქმევ, მშიშრული, არაპროფესიონალური, არა იმ მთავრობის და იმ ერის, ვისაც თავისუფლება უნდა.

სისხლით მორწყულ თავის ქვეყანას რომ უყურებს, ადამიანურად სრულიად გასაგებია, რატომ აქვს პროტესტი, არ გვასარგებლოს იმ მომავლით, რომლისთვისაც თვითონ ეწამებიან", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან და საქართველოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა. ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.

ამავე თემაზე:

🔵 ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია - უკრაინის პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა

🔵 "ზელენკიმ ელჩი უკვე მართლაც გაიწვია - რადგან მან ვერ იმუშავა და უკრაინას საქართველოდან ვერც იარაღი მოუტანა და ვერც რუსეთისთვის სანქცია"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791451834

ახალი ამბები

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა - დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა 8 ტრაილერი

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ქალაქ ხოფასთან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ასევე, მეწ...

მეწყერი

1791450491

ახალი ამბები

ლაშა ბექაური 1/8 ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზ...

ლაშა ბექაური

1791449770

ახალი ამბები

ვარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ვარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის...

ლენტი ლენტი

1791449036

მსოფლიო

ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო

„ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან, რომელშიც 743 ფიზიკური და 826 იურიდიული პირია შეყვანილი, ესტონეთის მოთხოვნით ამოიღეს რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ...

ევროკავშირი

1791448940

საზოგადოება

პროკურატურამ სერგი ყანჩელის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურა სერგეი ყანჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩ...

პროკურატურა