„ბესლანის ტკივილი პირველად 2008 წელს განახლდა და მეორედ ახლა... როცა რუსი ჯალათების ხელში ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია“ - ნანა ლეჟავა
ჟურნალისტი ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში წერს:
„წლების წინ საკუთარი თავი ვაიძულე ჩემი ცხოვრების 7 დღე დამევიწყებინა და ეს პერიოდი საერთოდ დავბლოკე ჩემს გონებაში!
ბესლანში 2004 წლის პირველ სექტემბერს ჩავედით მე და ჩემი ოპერატორი ლევან თეთვაძე. რაც იქ ვნახე და გამოვიარე, ჩემი ფსიქიკისთვის ადვილი გადასატანი არ ყოფილა.
აქამდე მეგონა, რომ გადავიტანე, მაგრამ ახლა ვხვდები რომ არა, ვერა!
ბესლანის ტკივილი პირველად 2008 წელს განახლდა და მეორედ ახლა, როცა ვხედავ რა ხდება უკრაინაში. განახლდა ისიც, რაც პირადად გადავიტანე ფეესბეს იზოლატორში – როცა 24 საათიანი გათიშვის შემდეგ მივხვდი, რომ მომწამლეს.
როცა რუსი ჯალათების ხელში ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია. სხვათა შორის იქ , იზოლატორში მოწამვლის შესახებ კრინტი არ დამიძრავს. ეს ერთგვარი თავდაცვა იყო- თუ მიხვდებოდნენ, რომ ვიცოდი რაც დამმართეს, შეიძლება უფრო ცუდად გაგრძელებულიყო ეს ამბავი.
ამიტომ იქ ხმა არ ამომიღია და ვიქცეოდი ისე, თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი,თუმცა საშინელი ბრაზი მქონდა.
ახლაც მაქვს ეს სიბრაზე… ყოველ დილით, როცა ტელეგრამ არხებს ვათვალიერებ ის ტკივილი და ჯოჯოხეთი ისევ იგივე სიმძაფრით მეორდება! დიახ, უკრაინა უნდა გახდეს რუსეთის – ამ ბოროტების იმპერიის განაჩენი!”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
ასევე საინტერესოა:
🔵 შემზარავი შემთხვევა ქობულეთში - ქალი საგაზაფხულო სამუშაოების დროს ცეცხლში ჩავარდა და დაიწვა
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























