„დახოცილი და ნაწამები ადამიანების ფოტო უნდა ედოს ყველა კომუნალური გადასახადის ქვითარს, სადაც სახლები რუსული გაზით თბება...“ - ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

„დახოცილი და ნაწამები ადამიანების ფოტო უნდა ედოს ყველა კომუნალური გადასახადის ქვითარს, სადაც სახლები რუსული გაზით თბება...“ - ამის შესახებ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჰოლოკოსტის მერე ბევრს ჰქონდა გასასამართლებელი – არ ვიცოდიო. გერმანიაშიც კი, არა თუ დანარჩენ მსოფლიოში, ადამიანებს ეგონათ, რომ ბანაკები, რომლებშიც ებრაელები ჰყავდათ, იყო საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, „გამაცივილურებელი“… არც ამდენი ტელევიზია იყო და არც ამდენი ინფორმაცია და მართლა არავინ იცოდა, რა ხდებოდა… არც სტალინის მსხვერპლებზე ვიცოდით… გოლოდომორი რამდენი ათწლეული სრულებით გასაიდუმლოებული ამბავი იყო და ჩვენც კი, მათმა მეზობლებმა ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა…

დღეს, როცა საშინელებებს ლაივ რეჟიმში ვუყურებთ, როცა თითქმის ყველა გარდაცვლილის, ყველა ნაწამების, ყველა დაჭრილისა და დასახიჩრებულის დათვლა შეგვიძლია… არავის გვაქვს გასასამართლებელი არც ერთ ქვეყანაში, ვერავინ ვიტყვით, – „მე მომკლეს, ბაბუაო“…

აი, სიგარეტის მავნებლობის რეკლამებივით, უნდა დახოცილების და ნაწამები ადამიანების ფოტო ედოს ყველა კომუნალური გადასახადის ქვითარს, სადაც სახლები რუსული გაზით თბება  - „ძვირფასო მომხმარებელო, ამ თვის თქვენი ოჯახის თბილი ცხოვრება ღირს ორი გაუპატიურებული ქალი, ერთი ზურგზე ხელებშეკრული დახვრეტილი და ერთი ობოლი ბავშვი. გმადლობთ, რომ სარგებლობთ გაზპრომის მომსახურებით”, - წერს რუსუდან გოცირიძე.

ასევე საინტერესოა:

🔵 რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები - ირაკლი ღარიბაშვილი

🔵 „მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდან არც კი გამოსულა - რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის“ - ირაკლი კობახიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე