დეკანოზი ლომიძე: როცა ვინმე დაგიწყებთ მტკიცებას, რომ უკრაინა ან სხვა რომელიმე ქვეყანა ღმერთმა დასაჯა რუსული ბომბებით და რაკეტებით მისი ცოდვებისთვისო, აიღეთ და იოანეს სახარება ააფარეთ სახეზე

„როცა ვინმე დაგიწყებთ მტკიცებას, რომ უკრაინა ან სხვა რომელიმე ქვეყანა ღმერთმა დასაჯა რუსული ბომბებით და რაკეტებით მისი ცოდვებისთვისო, აიღეთ და იოანეს სახარება ააფარეთ სახეზე“, - ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

„უკვე მერამდენედ შემხვდა ეს სიგიჟე რელიგიური დილეტანტებისგან და ამიტომ კიდევ შევეხები.

დაიმახსოვრეთ: როცა ვინმე დაგიწყებთ მტკიცებას, რომ უკრაინა ან სხვა რომელიმე ქვეყანა ღმერთმა დასაჯა რუსული ბომბებით და რაკეტებით მისი ცოდვებისთვისო, აიღეთ და იოანეს სახარება ააფარეთ სახეზე, კერძოდ, თავად უფლის სიტყვები: „იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რათა დასაჯოს სოფელი, არამედ რათა გადაარჩინოს სოფელი მის მიერ”. (ინ. 3,17) ანუ ქრისტეს შობიდან მის მეორედ მოსვლამდე მუშაობს მხოლოდ ეს კანონი: დასასჯელად არ მოსულა და არის ქრისტე ჩვენთან, არამედ ჩვენს გადასარჩენად მოვიდა.

არა დასასჯელად, არამედ გ ა დ ა ს ა რ ჩ ე ნ ა დ. ცოდვილთა დასასჯელად მოვა უფალი მეორედ მოსვლისას. ამიტომ უკიდურესი სისულელეა, მისი მოძღვრების უცოდინარობა და უღმერთობაა, უკრაინის მიმართ რუსეთის ბოროტება ღმერთს დააბრალო, ვითომცდა უკრაინელების ცოდვების გამო. მასე რომ იყოს, უმალ თავად რუსეთი უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა მისი ხელისუფლების, ეკლესიის და ხალხის საშინელი უღმერთობის გამო“, - წერს თამაზ ლომიძე.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵 შემზარავი შემთხვევა ქობულეთში - ქალი საგაზაფხულო სამუშაოების დროს ცეცხლში ჩავარდა და დაიწვა

🔵  „დახოცილი და ნაწამები ადამიანების ფოტო უნდა ედოს ყველა კომუნალური გადასახადის ქვითარს, სადაც სახლები რუსული გაზით თბება...“ - ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

🔵  „ბუჩა - სისხლის კალო, რომლის მომკელსაც ეს არასდროს უნდა შევარჩინოთ“ - გიორგი კეკელიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე