ჩერგოლეიშვილი: გონიერ ადამიანებს რატომ არ გაქვთ იმის გამბედაობა ხმამაღლა თქვათ, რომ ოპოზიციური მედია რასაც აკეთებს დამღუპველია?!

გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ მედიას აკრიტიკებს და ფეისბუკში წერს:

"ქოცები რომ ყველა კრიტიკოსს ნაცებად გვრაცხავენ, ეგ გასაგებია - მათ ინტერესშია.

მაგრამ აი ოპომედიაც რომ ყველას ნაცებად გვრაცხავს წლებია, სააკაშვილის წონის ხელოვნურად გასაზრდელად და ვისაც ვერ გვრაცხავს, ხელოვნურად გვაქრობს - ეს ვის ინტერესშია? სააკაშვილის, რომელსაც იმედი აქვს რომ ერთხელაც "ჯონსი მოვა" აღარ გაამართლებს?

პრიმიტივები დამდევენ და ბოღმას მიძახიან - ესეც გასაგებია, მათი გონება პირველ-მეორეზე, ან არჩევან - არადანზე გაყოფის მიღმა ვერ განვითარდა! ვერც იმას იგებენ, მე რა მინდა და როგორც მშობლები უხსნიდნენ, ისე ხსნიან ჩემს პოზიციასაც - "შურს, დაიბოღმა"!

მაგრამ გონიერ ადამიანებს რატომ არ გაქვთ იმის გამბედაობა ხმამაღლა თქვათ, რომ ოპოზიციური მედია რასაც აკეთებს დამღუპველია?!

რატომ ლაჩრობთ? რატომ მტრობთ ამ ქვეყანას?

რატომ ცდილობთ ისეთი სამარცხვინო პარალელების გავლებას, თუნდაც იუმორისტულ შოუბში რომ მაგალითად "ნეიტრალიტეტი" არც ნაცობა და არც ქოცობაა?

რატომ ხართ ასეთი ლაჩარი მავნებლები?

რატომ ვერ ხვდებით რომ ბრძოლის ხაზი პოპულისტებსა და დემოკრატებს შორის გადის, სააკაშვილი პოპულისტების მხარესაა და თუ დემოკრატებს დამალავთ, ბიძინა იმარჯვებს?

ეს ხომ ფიზიკურად, ინჟინრულად, ტექნიკურადაც ნათელია?", - წერს ჩერგოლეიშვილი.

სხვა სიახლეები:

🔵"განსაკუთრებით მათ ხელებს ვლოცავ, უკრაინაში პურს რომ აცხობენ"- ნათია ფანჯიკიძე  

🔵 "აქციის ორგანიზატორი არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობა აქციის ორგანიზატორი ვიყავი მე" - ოთო აბესაძე პრემიერს პასუხობს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791471649

ახალი ამბები

პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველო-თურქეთს შორის იუსტიციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე. აკინ გურლეკთან შეხვედრა სამართლის საერთაშორისო სამიტის...

პაატა სალია

1791470677

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთ...

მარიამ ქვრივიშვილი

1791469309

საზოგადოება

აკაკი ალადაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: თუ იქნება სამართლიანი, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული მიდგომა, დადებითი ტენდენციებიც გვექნება ურთიერთობაში

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ქართული მხარე...

აკაკი ალადაშვილი

1791468879

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ცენტრში სასწავლო პრ...

მარიამ ქვრივიშვილი

1791467835

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...

მარიამ ქვრივიშვილი