"ჩვენი ალექსის გარდაცვალების მეორე დღეს ადგა და წავიდა... მერე დაბლოკა ნომერი, გათიშა ყველაფერი და დაიწყო ჩემი არსების სრული იგნორი" - ბექა პატურაშვილის მეუღლე უმძიმეს პოსტს აქვეყნებს
რუსთავი2-ის ტელეწამყვან ბექა პატურაშვილს და მის მეუღლეს ნატალი ღვედაშვილს მცირეწლოვანი შვილი ალექსი, მძიმე ავადმყოფობის შედეგად ორი წლის წინ დაეღუპათ.
როგორც ნატალი ღვედაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამ მძიმე ფაქტის შემდეგ იგი მისმა მეუღლემ, ბექა პატურაშვილმა მიატოვა.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ბექა პატურაშვილი.
Beqa Paturashvili. ალექსის მამა და ყოფილი მეუღლე Rustavi 2 ის ჟურნალისტი, წამყვანი.
ბევრი მეკითხება მასზე ამ ორი წლის განმავლობაში პირდაპირ თუ ირიბად, თუ რა მოხდა, სად დაიკარგა.
ყველა ჩვენი მეგობარი თუ ნაცნობი.
ბევრი უბრალოდ გზაზე თუ შემხვდა როგორაა მეკითხებიან, მოკითხვა გადაეციო.. ზოგს პირდაპირ ვპასუხობ, ზოგს კი დადუმებული ვუყურებ უსიტყვოდ.
ზოგი ხვდება, ზოგიც ვერ.
მაგრამ ამ მომენტში სწორად მიმაჩნია, რომ დავწერო სიმართლე.
ეს ადამიანი ადგა და წავიდა ჩემი ცხოვრებიდან ჩვენი ალექსის გარდაცვალების მეორე დღეს, უბრალოდ ორი კვირით წავალ და მარტო ვიქნები, დავისვენებო.
ალექსი რომ გარდაიცვალა მე ჯერ ისევ აგონიაში ვიყავი ეგ, რომ მითხრა და უბრალოდ ჩუმად ვიყურებდი როგორ გადიოდა სახლიდან ჩალაგებული ჩანთით, სადარბაზოსთან დავჯექი მარტო კიბეებზე და იმ დღის მეტი არაფერი არ მახსოვს.
თუმცა მისი ზურგი, ჩანთა და ის თუ როგორ მიდის უკან მოუხედავად ორი წლის განმავლობაში ყოველი ღამე ვხედავდი სიზმარში გამოწერილივით, ერთიდაიგივე სცენარს ამ ორი წლის განმავლობაში.
მას შემდეგ აღარ მინახავს.
ცოტა დრო გავიდა და სმს შეტყობინებით მომწერა აღარ მოვალო და ის კი მახსოვს წასვლის დღიდან რომ იყო ჩართვებში და მუშაობდა სულ.
მე ფიზიკურად კი გადაადგილების უნარიც აღარ მქონდა იმ მომენტში სტრესის ფონზე.
მოვიდა ალექსის მე-9 დღე და პანაშვიდი უნდა გადამეხადა, ვიფიქრე იქ მაინც ერთად წავალთთქო საფლავზე, მივწერე და ვმუშაობ ვერ მოვალო, დახმარება მჭირდებათქო შენი და აღარ მი პასუხა.
ან ზოგჯერ თუ მიპასუხებდა შენს თავს შენ მიხედეო.
ბავშვის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში წავიდა ზღვაზე დასასვენებლად, მაშინვე შეიძინა ავტომობილი.
მოვიდა ალექსის ორმოცი და არ მოვიდა, მე წავედი ახლობლებთან ერთად, ის დღეც კარგად არ მახსოვს, უბრალოდ ვიცი რომ ჯოჯოხეთური იყო.
მერე დაბლოკა ნომერი, გათიშა ყველაფერი და დაიწყო ჩემი არსების სრული იგნორი.
ამ დროს ტელევიზიით ვხედავდი, რომ სულ მუშაობდა და მშვენივრად გამოიყურებოდა, ზოგჯერ მომღიმარი და პოზიტიური სახითაც.
ეს ორი ფაქტი ვერაფრით შემაერთებელი ერთმანეთთან.
მისი მხრიდან სრული იგნორი ჩემთვის იყო სიკვდილის ტოლფასი, სუტკაში ყოველი წამი ვფიქრობდი რომ ან მომწერს ან დარეკავს, უბრალოდ მომიკითხვს ცოცხალი ვარ თუ არა, მაგრამ არა..
დაახლოებით ორი სამი თვე ოთახში ვიწექი პარალიზებული, ჩემი ტვინი ერთი წამით არ წუვეტდა ფიქრს ალექსზე და მასზე, ზოგჯერ საუბრის უნარია არ მქონდა, არ მეძინა უამრავი დილის წამლების ფონზე კი. ვერ დავდიოდი ფიზიკურად, ტირილის ენერგიაც არ მქონდა ზოგჯერ და უბრალოდ გადამწვარი და გამოფითული ცოტა ხნით თუ გავითიშებოდი.
სულ მათ ვხედავდი სიზმარში, გაღვიძებისთანავე მტკიოდა მთელი ჩემი არსება რომ ისევ ამ ჯოჯოხეთურ რეალობაში ვიღვიძებდი და ვნატრობდი რომ გავმქრალიყავი.
არ მჯეროდა რო
ეს მართლა მოხდა, იქნებ მე მოვიგინე ეს ტრაგიკული ისტორითქო, იქნებ ისევ მძინავს და ეს მესიზმრება.
იქნებ ავარიაში მოვხვდი და კომაში ვხედავ ამ ყველაფერს, ზოგჯერ მეშინოდა გავგიჟდებოდი და ჩემებს ვყრეკავდი, ვავალებდი რომ თუნდაც ტყუილად ეთქვათ რომ ეს არ არის რეალობა და მალე ყველაფერი კარგად იქნება, მომატყუეთთქო ვეხვეწებოდი მათ.
პირველი თვეები ვერ ვიბანდი, ვერ ვჭამდი, ოთახიდან ოთახში ვერ გავდიოდი, ზოგჯერ წამოვჯდებოდი საწოლზე და ერთ წერტილს საათობით ვუყურებდი, როგორ გადიოდა დრო ვერ ვგრძნობდი.
ზოგჯერ ტელეფონს ვუყურებდი საათობით, მეგონა რომ აი ახლა კი დამირეკავს, რატომ უნდა დამბლოკოს ადამიანმა რომელიც სულ მეუბნებოდა მთელი მისი ცხოვრების აზრი ვარ, არსი, სუნთქვა, ცხოვრება, სამყარო და ა.შ. მეც მეგონა რომ ამ ადამიანის იქით ცხოვრება არ არსებობდა, ასი პროცენტით, თვალდახუჭული ვენდობოდი პატარა ბავშვივით.
უბრალოდ მის გარდა სხვა არავინ არც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.
ისე ჰგავდა ალექსი მას, მისი ასლი იყო და მეგონა მას თუ გნახავდი ამის ალექსისც ვნახავდი, ალექსის ნაწილს შევეხებოდი.
ერთხელ ბლოკი მოხსნა თვეები შემდეგ და ეს რომ ვნახე კანკალით მივწერე, ერთხელ მაინც მოდი გნახავთქო, არანაირი კამათი და გარჩევა, არაფერი, უბრალოდ გნახავ რომ ალექსისნაირი თვალები გაქვს და მხოლოდ ერთხელ ჩაგეხუტებითქო, თან ბაიას სოსკა მას აქვს და იმასაცვნახავთქო, ეს სასიცოცხლოდ მჭირდებოდა, ვთხოვე მხოლოდ ამით დამეხმარეთქო, მაგრამ არა, მალევე ისევ დაბლოკა. ამ დროს ყველა საკუთარ კოლეგას თუ მეგობარს ჩვეულებრივად ელაპარაკებოდა, ისე თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა.
ეს ჩემთვის იყო ორმაგი ტრაგედია, ორმაგი სასიკვდილო დარტყმა.
ეს იყო ზურგში ტყვია, საკონტროლო გასროლა.
არსებობს ღალატის სხვადასხვა ფორმა და დონეები, მაგრამ მიატოვო შვილმკვდარი დედა-ღალატის უკიდურესი ფორმაა, ყველაზე მახინჯი ფორმა.
ამის შემდეგ არ მოიკითხო, თუნდაც რაღაც ფირმით არ დაეხმარო ადამიანს, არც ფინანსურად, არც მორალურად, არც ფსიქოლოგიურად, იცის რომ არც სამსახური მაქვს.. ჩემი აზრით ეს არის ბოროტება.
ადამიანებს მხოლოდ ფიზიკურად კი არ კლავენ ამ სამყაროში, მხოლოდ ფიზიკური ჭრილობები კი არ არსებობს, შეიძლება სიტყვით, საქმით და საქციელიაც მოკლა ადამიანი, მისი მენტალური მხარე, მისი პიროვნება.
რადგან გარეგნულად არ ჩანს ეს ჭრილობები, გვგონია რომ ეს არაფეერია, არასერიოზულია და მალე გაივლის.
და კიდევ, იგნორი არის ფსიქოლოგიური ძალადობის უკიდურესი ფორმა, ოდითგანვე ასე იყო იყო, იგნორი არის ძალადობის ერთ-ერთი მომწამვლელი ფორმა, რომელიც შემდეგ იწვევს ათას სომატურ დაავადებას, მითუმეტეს ახლობელი ადამიანისგან, ეს იწვევს ძლიერ სულიერი ტანჯვას, რომელსაც არაფერი აყუჩებს.
ასეთ დროს მიტოვება არის მორალური დანაშაული, რომელიც კანონით არ ისჯება და მხოლოდ მხოლოდ ადამიანის სინდისიერებაზე მეტყველებს, მის დონეზე, მორალურ და პიროვნულ განვითარებაზე.
ეს იგივეა როგორც ბრძოლის ველზე შენი მეწყვილე დატოვო დაჭრილი მაგრამ ჯერ ისევ ცოცხალი..
ადამიანები ცხოველს ან მცენარესაც არ დატოვებენ მარტო სახლში.
მან შუბლში მესროლა საკონტროლო გასროლა და ვეღარ ამოვისუნთქე, არ დამაცადა რომ ცოტა გონა მოვსულიყავი, ცოტათი ფეხზე დავმდგარიყავი. დარწმუნებული ვარ რომ ალექსის სული ყველაფერს ხედავს.
მე, მისი დედა ვაკეთებ სიკეთეს ალექსის სახელით და გავაკეთებ მანამდე, სანამ ვიარსებებ, მისი სულისთვის.
იმასაც ხედავს ვინც მეხმარება ამ ყველაფერში, ვინც მასუნთქეს ხელოვნურად, ვინც მ კიდე და ხელს და მაყენებდა ფეხზე პერიოდულად.
არ მეგონა, მაგრამ თურმე მაინც არსებობენ იუდას ტიპის ადამიანები, რომლებიც ჯერ ლოყაზე გამოყენების და შემდეგ ოცდაათ ვერცხლად გაგყიდიან, გაგწირავენ.
ახლა ზიზღის გარდა არ გამაჩნია არანაირი შეგრძნება ამ ადამიანის მიმართ.
ზოგჯერ სიბრალულის, რადგან ადამიანი რასაც აკეთებს მაინც თავის თავს უკეთებს და რასაც დათესავ ყოველთვის იმას მოიმკი.
მინდა რომ ესეც სიზმარი იყოს ახლა რასაც ვწერ..ერთდროულად დავკარგე დედის და მეუღლის სტატუსი.
ეს იყო ჯერ დიაგნოზის გაგების მძიმე ტრავმა, შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობა და ბავშვის ტანჯვის ყურება, შემდეგ გარდაცვალება და შემდეგ ღალატი-მიტოვება, ჩემი სამყაროს ჩამოშლა.
ეს ყველაფერი უწყვეტ რეჟიმში.
ერთი წუთით რომ წარმოიდგინოთ და გაიაზროთ რეალურად რა არის ამ მდგომარეობაში ყოფნა, შეიძლება ადამიანი შეიშალოს.
ამ ამბების შემდეგ მალევე განმივითარდა აუტოიმუნური დაავადება სტრესის ფონზე და უწყვეტად მიწევს მედიკამენტებზე ყოფნა, ზოგჯერ როცა მიმწვავდება დაავადება ფიზიკურად ვსუსტდები და მიჭირს, მაგრამ ვებრძვი მას და ყოველთვის შევებრძოლები ალექსის გამო, მათ გამო ვისაც ვჭირდები, არ ვიცი სანამდე ვიარსებებ, მაგრამ სანამ ვარ ვიქნები მხოლოდ სიკეთის და სინათლის მომტანი, ღირსეული ადამიანი, რომელიც არ დაკარგავს ადამიანურ სახეს მიუხედავად ტკივილისა",- წერს ნატალი ღვედაშვილი.
1771233736
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით
„ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მი...
1771231509
საზოგადოებასოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს საქპატენტის პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები გადასცა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ბათუმის №14 საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დალი ფუტკარ...
1771229688
ახალი ამბებიპაპუაშვილი საიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომ წყლის ჭავლით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს: „კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ „წყლის ჭავლით და შერეული ნივთიერებებით...
1771227891
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ გამსხვილდება და ჩამოყალიბდება ეკონომიკის განვითარების ბანკის სახით, სადაც იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ინსტრუმენტები და მეტად დაეხმარება კერძო სექტორს
„ჩვენი დიდი საზრუნავია ქვეყანაში წარმოების ხელშეწყობა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. შესაბამისად, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ეკონომიკის განვითარების ბანკიდან დაიფარება“, - ამი...
1771226502
ახალი ამბებისუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის მმართველობის სფერო...






























