დიდი მადლობა ადამიანო - რა იპოვა მომღერალმა ანდრია გველესიანმა დაკარგულ საფულეში
მომღერალი ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში წერდა, რომ რამდენიმე დღის წინ საფულე დაკარგა, რომელშიც სოლიდური თანხა, მანქანისთვის ჰქონდა გადანახული. საფულის პოვნის შემდეგ კი აღმოაჩინა რომ ქურდს ფული წაუღია, თუმცა საფულეში რაღაც მაინც დაუტოვა, აი რას წერს მომღერალი:
„ყველა მოვლენას აქვს დადებითი მხარე. 2 დღის წინ ქუჩაში საფულე ამომივარდა. შემდეგ ბევრი ვეძებე და როცა ვიპოვე, შიგნით ყველა ნივთი დამხვდა, გარდა სოლიდური თანხისა, რომელიც მანქანის გამოსაცვლელად მქონდა გადადებული.
საგულდაგულოდ ჰქონდა ამ ადამიანს ყველა ნივთი გადახარისხებული და დაბინავებული საფულის სხვადასხვა ჯიბეში. ამ ნივთებში აღმოვაჩინე ის, რასაც ფოტოზე ხედავთ. (საერთოდ არ მახსოვდა)დედაჩემის, მაიკოს და ჩემი პატარა დაიკოს ფოტოები. მაიკოს სასიყვარულო წერილი და ლექსი ძმობაზე, რომელიც მაშინ დავწერე, როცა საქართველოდან საკმაოდ შორს ვცხოვრობდი. მოკლედ, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული, ოჯახი და ნამდვილი მეგობრობაა. დიდი მადლობა ადამიანო, რომ ჩემი საფულის ყველაზე მიუდგომელ ჯიბეში ჩაძვერი და კიდევ ერთხელ შემახსენე ადამიანობის მთავარი ღირებულება!”
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საბერძნეთი: ბანკის შეიარაღებული ძარცვა ნეო კოსმოსში - პოლიცია დამნაშავეს, ამ დრომდე ეძებს
🔵„ჩემი დაბადების დღეა, 43 წლის წინ გავჩენილვარ ოზურგეთში“ - რას წერს იუბილარი ზურა შევარდნაძე
1782736259
ახალი ამბებინინო წილოსანი: როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ საქართველოს ირანთან მინიმალური კომუნიკაციაც კი ყველაზე ანტიდასავლურად წარმოაჩინონ, ეს არის ნამდვილად სავალალო
„ჩვენს ოპონენტებს ბევრს ვერაფერს დავეკითხებით, ისინი შეეცდებიან, რომ ახლა ყველანაირად მათთვის სახარბიელო ჭრილში წარმოაჩინონ ირან-სომხეთის ურთიერთობა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსა...
1782735170
ახალი ამბები„თბილისის ურბანული ტყე“ - საქველმოქმედო ფონდ ქართუს დაფინანსებული და ფონდ „განვითარება და გარემოს“ მიერ შესრულებული მასშტაბური რეკრეაციული პროექტი დასკვნით ეტაპზეა
„თბილისის ურბანული ტყე“ - საქველმოქმედო ფონდ ქართუს დაფინანსებული და ფონდ „განვითარება და გარემოს“ მიერ შესრულებული მასშტაბური რეკრეაციული პროექტი დასკვნით ეტაპზეა. უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტარამდ...
1782732989
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია. ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნ...
1782730684
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბექა დვალს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბექა დვალს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შ...
1782730382
მსოფლიოთურქეთის პოლიციამ სტამბოლში ლგბტ პრაიდის მონაწილე, სულ მცირე, 50 ადამიანი დააკავა - დაკავებულებს შორის 1 ჟურნალისტია
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ლგბტ პრაიდის მიმდინარეობისას, სულ მცირე, 50 ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი, დააკავა. ინფორმაციას AFP ავრცელებს. როგორც უცხოური მედია წერს, პოლიციამ სტამბოლში ტაქსიმის...





























