"გავიგე, რომ ვიღაც დამნაშავეა, ისიც გავიგე, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და ისიც მესმის, შეიძლება ბევრი უკმაყოფილო, მეტიც, გამწარებული ადამიანი არსებობდეს, მაგრამ..." - რას წერს პეტრე კოლხი მიხეილ სააკაშვილზე

მამა პეტრე კოლხი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის “ვივა მედში” გადაღებულ კადრების გასაჯაროებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“გავიგე, რომ ვიღაც დამნაშავეა, ისიც გავიგე, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და ისიც მესმის, შეიძლება ბევრი უკმაყოფილო, მეტიც, გამწარებული ადამიანი არსებობდეს, მაგრამ ვერაფრით ვიგებ, როცა ვიღაცის ბოროტებას აპროტესტებ, როცა პრეტენზია გაქვს, რომ ხარ მორწმუნე და ჰუმანური, მაშინ შურისძიება, ვიღაცის განადგურების, სიკვდილამდე მიყვანის სურვილი რატომ უნდა გაგაჩნდეს?! 

მოკლედ, სწორედ ასეთ მიდგომებში ვლინდება, სინამდვილეში როგორ გვესმის ქრისტიანობაც, მიტევებაც, ადამიანობაც და კიდევ ბევრი რამ… ჰო, ზოგი ცხიმიანითაც არ იკვებება, მარხვაზე ვარო, მაგრამ ადამიანის სიკვდილს ნატრობს…

მხოლოდ ამაზე ვსაუბრობ… სულ ვისაუბრებ, სანამ სასიკეთო ცვლილებები არ შეგვეტყობა.
ამის იმედი კი, დასანანია, მაგრამ დიდად არ მაქვს…

ზოგი პირგამეხებული დადგება და ჭკუის სწავლებას დაგიწყებს, თუ როგორ არ მოსწონს შენი სულიერება, მაგრამ სინამდვილეში, მოწყალე სამარიტელის იგავის ღრმა ანალიზს ვინ ჩივის, წაკითხულიც არ აქვს!.. 

P.S. ჩემი შვილების დამაწყევარიც რომ იყოს, წაქცეული ადამიანი მაინც მეცოდება!..“ – ვკითხულობთ მოძღვრის ფეისბუკ პოსტში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782230096

ახალი ამბები

შს სამინისტროს მიერ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქ...

შსს განცხადება

1782227798

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ

„რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე არანაირი ფასი არ ექნება და ამას ყურადღებას არ მივაქცევთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...

ლევან მაჭავარიანი

1782225791

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1782225577

ახალი ამბები

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   საკითხზე მომხსენ...

მაია ბითაძე

1782225450

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ თავისი სამშვიდობო პოლიტიკით მოახერხა, რომ შუა დერეფანი გახადა სიცოცხლისუნარიან, ქმედითუნარიან და განვითარების დერეფნად, ეს უნდათ თუ არ უნდათ დღეს გარკვეულ ჩინოსნებს ევროკავშირში, ეს ის რეალობაა

„დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშ...

ირაკლი ქადაგიშვილ