"გილოცავთ ჩაბარებას, სანამ მიხვდებით, რომ ეს თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომაა, დაკარგული დრო - თუ იბრძოლებთ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანაში მართლა შეიძლება გაჩნდეს უნივერსიტეტი და მართლა შეიძლება იყოს სტუდენტობა მისალოცი ამბავი"
სამოქალაქო აქტივისტი, მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში წერს:
"გილოცავთ ჩაბარებას, სანამ მიხვდებით, რომ ეს თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომაა, დაკარგული დრო, სანამ გააცნობიერებთ, რომ ეს პროფესია, რაც თქვენ აირჩიეთ, რეალურად თქვენი სულაც არ არის და საერთოდაც, გვაქვს თუ არა ქვეყანაში თუნდაც ერთი უნივერსიტეტი, რომელიც თავისი შინაარსით მართლა უნივერსიტეტია, საკითხავია.
გილოცავთ, რადგან გიხარიათ, მაგრამ რაც მალე გაუსწორებთ თვალს რეალობას და დაიწყებთ ბრძოლას საკუთარი ცხოვრებისთვის, მით უკეთესი თქვენთვის.
ჰოდა, კიდევ, ამ ქვეყანაში არავის უყვარს ბავშვები და ახალგაზრდები.
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთვის იარსებებდა სტუდენტური საცხოვრებლები, უნივერსიტეტები განაწილებული იქნებოდა მინიმუმ რამდენიმე შედარებით პატარა ქალაქში, სადაც საშუალება გექნებოდათ უფრო კონცენტრირებული ყოფილიყავით აკადემიური კვლევის პროცესებზე, ყველგან და ყველაფერზე გექნებოდათ დიიიიიდი ფასდაკლება და ქვეყნის მასშტაბით ყველა ტრანსპორტი, მუზეუმი და თეატრი იქნებოდა უფასო წინასწარი დაჯავნშით, გექნებოდათ სტაჟირების მრავალფეროვანი შესაძლებლობები და სტუდენტური სამუშაო თავისი გრაფიკით, ანაზღაურებითა თუ პირობებით იქნებოდა საუკეთესო შესაძლებლობა.
იარსებებდა უამრავი სტიდეპენდია და პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა თქვენს ზრდასა და განვითარებაზე.
გილოცავთ, მაგრამ უნდა იბრძოლოთ, თქვენ ამას ვეღარ მიიღებთ, მაგრამ თუ იბრძოლებთ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანაში მართლა შეიძლება გაჩნდეს უნივერსიტეტი და მართლა შეიძლება იყოს სტუდენტობა მისალოცი ამბავი",- წერს ტორესა მოსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
* ევროპის ქალაქები უნიკალურია - ჯანმოს ახალი ანგარიშში საქართველოც მოხვდა
1792320032
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი საკუთარში ქარიშხალს მოიმკის, - ასე ეხმაურება საფრანგეთში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში აზიარებს 2025 წლის ფოტოს...
1792319196
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე: გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ
„პასუხისმგებლიანმა გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ - გავწმინდოთ პოლიტიკური სივრცე იმ აგენტურისგან, რომელთაც ძალიან კარგად დაარქვა საზოგადოებამ თავისი სახელი...
1792317391
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: პროცესი იქნება საჯარო, მოქალაქეები თავისი ყურით მოისმენენ არგუმენტებს, რაზე დაფუძნებითაც გვაქვს შედგენილი ეს სარჩელი
„სარჩელის მთავარი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური ველი გასუფთავდეს აგენტურისგან და შესაბამისად, უფრო მეტი მოტივაცია მიეცეთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და გაგვ...
1792312923
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალ...
1792311346
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-...


























