„ილონ მასკი სი@ი ყოფილა“- როგორ ეხმაურება რამაზ გიგაური მასკის ინიციატივას

ასტროლოგი რამაზ გიგაური ილონ მასკის ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ილონ მასკი უბრალოდ, სი@ი ყოფილა.
„სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ, სულ ერთი წამით, რომ ვიგებთ დადასტურებულ ინფორმაციას:
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა“. დედამიწის სასიხარულო ღრიალს მარსზე კი არა, ცენტავრის თანავარსკვლავედზე გაიგებენ.
რაც შეეხება ილონ მასკს. უბრალოდ, სი@ი ყოფილა (დაგუგლეთ მის შესახებ ნიუსი, ნუ დამადებინებთ აქ). სულ ვამბობ ფული არ ცვლის ადამიანს, უბრალოდ ზომაში ზრდის: კაი ტიპი – გამდიდრებისას სუპერკაი ტიპი ხდება და გამო@ირებული – გამდიდრებისას სუპერგამო@ირებული. ანუ ის, რაც ამ ადამიანზე მხოლოდ ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა იცოდნენ, მერე მთელი ქვეყანა ან მსოფლიო იგებს და ხედავს. ასეა ეს.“ - წერს რამაზ გიგაური.
ცნობისთვის, ილონ მასკი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიას ტვიტერზე გამოკითხვით გამოეხმაურა.
“უკრაინა-რუსეთის მშვიდობა:
ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაერთიანებული ერების ზედამხედველობის ქვეშ.
რუსეთმა დატოვოს [რეგიონები], თუ ხალხის ნება იქნება;
ყირიმი ფორმალურად რუსეთის ნაწილია, როგორც 1783 წლამდე იყო (ხრუშჩოვის შეცდომამდე);
უზრუნველყოფილი იყოს ყირიმის წყალმომარაგება.
უკრაინა დარჩეს ნეიტრალური”, – დაწერა მასკიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1749237804
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი მთავარი სურვილი და კანონის მიზანი არის ის, რომ ადამიანი არ უნდა გადავიდეს რაღაც ზღვარს შეურაცხყოფის დროს
ჩვენი მთავარი სურვილი და კანონის მიზანი არის ის, რომ ადამიანი არ უნდა გადავიდეს რაღაც ზღვარს შეურაცხყოფის დროს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე...
1749236339
სპორტისაქართველომ ევროპის პარაკაიაკის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა
პორტუგალიაში ევროპის პარაკაიაკის მარათონი გაიმართა. საქართველოს სახელით მოასპარეზე პარასპორტსმენმა სერჰი იემელიანოვმა 12 კილომეტრანი დისტანცია 1:08:24 წამში დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს...
1749234704
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე „ფარაზე“: საინტერესოა, შვეიცარიის საელჩოს ანალოგიური პოსტი გამოქვეყნებული აქვს თუ არა აშშ-ში ინგლისურ ენაზე მოქმედ ამერიკულ კანონთან დაკავშირებით? დიდი ეჭვი მაქვს, რომ არა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ფარასთან“ დაკავშირებით, შვეიცარიის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „საინტერესოა, შვეიცარიის საელჩოს ანალოგიური პოსტი გამოქვეყნე...
1749233098
მსოფლიოდონალდ ტრამპი განათლების დეპარტამენტის გაუქმებას გეგმავს - The Guardian
„ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უზენაესი სასამართლოსთვის წარდგენილი მოთხოვნა განათლების დეპარტამენტის დაშლის შესახებ, წარმატების შემთხვევაში, აშშ-ში სასკოლო პოლიტიკას, თითქმის, მთლიანად შტატებისა და ადგი...
1749230522
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...