“ჯანმრთელი, ლაღი გოგო შევიდა სამზარეულოში, ჩაიკეცა და ერთ წუთში დამთავრდა“ - ნინო ახობაძე

ყოფილი სამხედრო ექიმი და მწერალი, ნინო ახობაძე, სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა.

“რამდენიმე დღის წინ, დილის ექვსზე მესინჯერში მომწერა "ნუცი, არ გძინავს"? არც მეო... ის ქმარს უვლიდა, მე დედას; არასოდეს დაუსვამს ზედმეტი კითხვა, ზუსტად ხვდებოდა როდის და რა მტკიოდა;

იქამდე ცოტა ხნით ადრე უცნაური რაღაც მითხრა - არ გინდაო? პატარა უკრაინელი გოგო რომ იშვილოო?  წარმოიდგინე გვერდით რომ გიწევს ერთი ბეწო ცისფერთვალება გოგო და დედას რომ დაგიძახებსო; ოღონდ ეს მერე, როცა შენი დედა აღარ გეყოლება, ვიცი რომ ახლა მაგის თავი არა გაქვსო; ისე გავღიზიანდი ამაზე, ისე ვუპასუხე, მგონი ეწყინა, მაგრამ არ მაგრძნობინა.- შვილის ნერვები მაქვს ახლა მე-მეთქიი??? თან ხომ არ დაგავიწყდა რამდენი წლის ვარ-მეთქი!და -კაი, კაიო...

მერე ტელეფონზე ვილაპარაკეთ, დავიხოცეთ სიცილით; ბოლო ღამეებია გიჟივით შევდივარ ჩვენს ჩატში და მაგის ხმოვან შეტყობინებებს ვუსმენ, ასჯერ, ათასჯერ... ვერ ვძღები. ყველაზე კეთილი, ყველაზე მხიარული და სიცოცხლით სავსე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და საუკეთესო მეგობარი აღარ მყავს. ახლა აღარც ვიცი ჩემს თავს ვტირი, თუ იმას.

სამი ყველაზე შეუსაბამო და უაზრო სიტყვა, რომელიც ოდესმე გამიგია: ეკა მიქაუტაძე მოკვდა. ამას რად უნდა სტატუსი ან კომენტარი, რა კომენტარი უნდა გააკეთო ადამიანმა ამაზე აბა "გითანაგრძნობ"? თუ "ვიზიარებ"? მე არ ვარ ეკას ჭირისუფალი, მე ეკას მეგობარი ვარ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით; პირველად მომიკვდა დაქალი. ეს სიმწარეც ვნახე.

გაუგემურებული დღეები მიდის ჩემთვის და, აი ვზივარ, სულ ვფიქრობ - ამდენი ტკივილის პატრონს, როგორ შეეძლო ასეთი ყოფილიყო? გოგო - სიყვარული, გოგო - ტაქტი, გოგო - ბედნიერება. დედა ენატრებოდა საშინლად, მე ვგრძნობდი მის ტკივილს და როცა იცინოდა, სევდასაც ვგრძნობდი; არ ვიცი იქნებ მართლა კარგები მიჰყავს იქ თავისთან უფალს, რომ ამ ბოროტებით და ღვარძლით გატენილ დედამიწას გაარიდოოს?

რეებზე და ვისზე ნერვიულობთ ხალხო? ჯანმრთელი ლაღი გოგო შევიდა სამზარეულოში, ჩაიკეცა და ერთ წუთში დამთავრდა.

იცი როგორი გოგო იყო? დედა იყო ყველასი. ამხელა და ამდენი სიტყვების რახა-რუხი ჯერ მე აქ არ დამიწერია; უბრალოდ მტკივა ჩემი ეკა. დავდივარ, შოკში ვარ და გულში ვეჩხუბები: - ეს რა ქენი გოგო, გაგიჟდიი????

მე კარგად ვარ, ვინც მკითხულობთ; მე კიდეც ვიცოცხლებ, კიდეც გავიცინებ და ცხოვრებაც გაგრძელდება.... მიყვარხარ შე გადარეულო! არც იცი რას გიზამ, როცა მეც მოვალ მანდ!.....“ - წერს ნინო ახობაძე.

სხვა თემებზე:

📌  გამწარებულმა, გაქცეულმა ფარჩაკებმა მთელი ღამე ისეთი დაბომბვა დაიწყეს გადაწვეს მთელი ქალაქი - რას წერს უკრაინაში საომრად წასული ალეკო ელისაშვილი?

📌 სტამბოლში, უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება გაფორმდა. რუსეთმა აღიარა, რომ ვეღარ იღებს კიევს - სააკაშვილი

📌 "ვერ ვხედავ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში რაიმე სერიოზულობას, ეს შეიძლება ყურადღების გადატანის მცდელობა იყოს" - ბლინკენი

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791464790

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ფული ლარი

1791463542

ახალი ამბები

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...

ევროპასთან ინტეგრაცია

1791463158

საზოგადოება

პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 21 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოცდაერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს თბილისში, მარნეულსა და ქუთ...

პროკურატურა

1791462327

საზოგადოება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილი: არც წამიკითხავს საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ

მე თვითონ მაგალითად არც წამიკითხავს ის საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩახუნაშვილმა, რომელმაც ბრალი აღიარა და საპყრობილე საპროცესო შ...

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი

1791461228

საზოგადოება

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წი...

დაკავება, პოლიცია