„მარიუპოლში უეცარი დაბომბვისას დაიღუპა მისი: ცოლი, 4 წლის ქალიშვილი, დედა და მამა“ - ირაკლი კუპრაძე შემზარავ ისტორიაზე

ბათუმის საკრებულოს წევრი, პარტია „ლელოს“ აჭარის ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში შემზარავ ისტორიაზე წერს.

„7 დღის წინ ჩვენს ოფისში უკრაინელი ბიჭი, ვიტალი მოვიდა.

მეზღვაურია.

სანამ ნაოსნობაში იყო და დაბრუნებას მოასწრებდა, მარიუპოლში უეცარი დაბომბვისას დაიღუპა მისი: ცოლი, 4 წლის ქალიშვილი, დედა და მამა.

 კონტაქტზე არ გამოდიოდა, 7-დღიანი ძებნის შემდეგ, დღეს საღამოს მივაგენი ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, გამოკეტილია, არ გამოდის, საერთოდ არ ჭამს, მხოლოდ ალკოჰოლს ეტანება.

ვხედავ ჩემს თვალწინ მდგომ ახალგაზრდა, სიმპათიურ, ჯანით სავსე ადამიანს, რომელიც განადგურებულია, მიწასთან გასწორებულია და ყველა სიტყვაზე ტირილს იწყებს.

არ არსებობს სიტყვები რითაც მისი გამხნევება შეიძლება და არც არაფერი მითქვამს.

ვთხოვე, შენი დახმარება მჭირდება და იმიტომ გეძებდი, გთხოვ ხვალ ფხიზლად იყავი, უამრავი უკრაინელი ლტოლვილი ჩამოდის და უნდა დავეხმაროთ ერთად-მეთქი.

რაღაცნაირად, თითქოს გამოფხიზლდა პირობა მომცა, ვეცდები ხვალ ფხიზელი ვიყო და დაგეხმაროო.

ახლა მისგან დავბრუნდი შტაბში და გონება არ მიმუშავებს...

როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ საომარ ეპოსს, ერთი დანამდვილებით ვიცი, ამ ტკივილის გონებიდან წაშლა გამორიცხულია, ვერაფერი მაიძულებს, ოდესმე მინიმალურ დათმობას ან ლმობიერებას მტრისადმი, რასაც პუტინის რუსეთი ჰქვია!

პუტინის რუსეთის ნებისმიერი მიმდევარი არის ამ სისხლიანი ჩეხვის მონაწილე, რაზედაც ყველამ უნდა აგოს პასუხი, ზოგმა სამართლებრივად, ზოგმა პოლიტიკურად, ზოგმა მორალურად, მაგრამ ყველამ უნდა ზღოს თავისი საფასური!

რუსეთი არის მტერი, უპირობოდ, უსიტყვოდ, მაგრამების გარეშე და მისგან თავი უნდა დავიხსნათ, პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც.

ბრაზი მახრჩობს, მაგრამ ვიცი ეს ბრაზი საით მივმართო.

სიკვდილი მტერს!

დიდება გმირებს!“- წერს ირაკლი კუპრაძე.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ალეკო ელისაშვილზე ვინც ვღლიცინებდით, მათ შორის მეც.... “- რას წერს ვანო ნადირაძე ალეკო ელისაშვილზე

🔵 „ხალხო, საქართველოში წეწვა-გლეჯვა მიდის თემაზე გმირი ვარ თუ არა...არ მინდა ეს გმირობა, რას გადამეკიდა ეს კაცი“ - რას წერს დომენიკ მანგო?

🔵  მიხეილ ყაველაშვილი: ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში ... ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო...

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791461228

საზოგადოება

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წი...

დაკავება, პოლიცია

1791460357

საზოგადოება

ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზანია ერთადერთი რამ, „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში მოყვანა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუციების მიღების მიზან...

პარლამენტის დეპუტატი

1791459717

ახალი ამბები

მეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე წინა ხელისუფლების მიერ ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის შესახებ წერს, რომ „ნარკოტიკებისგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით“ გარდაიცვალა. გოცირიძე ეხმიანება ოპოზიციო...

მეგი გოცირიძე

1791459560

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძეზე: ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს, ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს

„ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამომდინარე აქედან, გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს და ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს“, - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791458082

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს

„ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს“, - განაცხადა საპროცედურო...

დავით მათიკაშვილი