"მივიღოთ თუ არა ომს გამოქცეული რუსები?" - რას წერს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

"რატომ არის ოპოზიცია ფსკერზე პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას ბევრი გაექცა რუსეთიდან, ნაწილი ჩვენკენ წამოვიდა, ლარსის გამშვებ პუნქტთან თუ აეროპორტში იგრძნობა მათი სიმრავლე.

სადისკუსიო საგნად იქცა მივიღოთ თუ არა ომს გამოქცეული რუსები.

ატყდა ერთი ამბავი - თუ ეს პუტინს დააზიანებს, უნდა მივიღოთ, თუ არ დააზიანებს, არ უნდა მივიღოთ.

ყოველდღიურად ტელევიზორებიდან გვამუნათებენ ჭკუის დამრიგებელი „პოლიტიკოსები“ ან ე.წ. ცნობადი სახეები, რომლებიც თითქოსდა მორალური პრინციპებიდან გამომდინარე „გვიხსნიან“ რატომ არ უნდა შემოუშვათ დეზერტირი (ასე დაერქვა რუსეთიდან სტიქიურ მიგრაციას) რუსები საქართველოში.

სინამდვილეში მათ, ისევ ის აწუხებთ, კარგია თუ ცუდი ეს კონკრეტული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენა სხვა ქვეყნისთვის (აშშ-სთვის, რუსეთისთვის, ევროპის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის).

ისინი არც მსჯელობენ და არც ფიქრობენ, სასარგებლოა თუ საზიანო ეს მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის.

თუ ამ კონკრეტული პრობლემის (ომს გამოქცეული მრავალი ათასი რუსის საქართველოში შემოსვლის) შეფასებისას პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამოვალთ, დავინახავთ, რომ ისევე როგორც ყველა საქმეში, რადიკალური მიდგომა აქაც ქვეყნისთვის საზიანოა.

ყველასათვის კარის ჩაკეტვა არ იქნებოდა ჩვენი ერისთვის დამახასიათებელი ჰუმანური გადაწყვეტილება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოზღვავებულმა, ლტოლვილთა რაოდენობამ ჩვენი პატარა ქვეყნისათვის სახიფათო მასშტაბები მიიღო, რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეეძლება ყველასათვის კარის გაღება.

ეს თითქოს ელემენტარული ჭეშმარიტებაა და ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა დიდი სიბრძნეც ეგ არისო, მაგრამ ჭკუის დამრიგებელთა არასწორი აზროვნება გვაიძულებს შევაფასოთ და მიუთითოთ ელემენტარულზე, პოზიციების დაფიქსირებისას უნდა ხელმძღვანელობდნენ ღირებულებებისა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და არა სხვა ქვეყნის ინტერესებზე მორგებით (რა ურჩევნია აშშ-ს ან რა დააზიანებს პუტინს).

ჯანსაღი საზოგადოებისთვის ქსენოფობიური მოტივებით ხელმძღვანელობა მიუღებელი და გაუმართლებელია, ანუ რადგან რუსია, ის ცუდი ადამიანია და მისი დახმარება არაპატრიოტული საქციელია.

მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი მოკავშირეები არ ეომებოდნენ გერმანელ ერს, პირიქით, იფარებდნენ ფაშისტებიდან გაქცეულებს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ერების (ებრაელების და სლავების) წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ფაშისტური მოვლენაა.

საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი თაობის დისიდენტებს აზრადაც არ მოსვლიათ რუსების წინააღმდეგ ბრძოლა, ვინაიდან ჩვენ ყველანი ერთად, საბჭოეთში მცხოვრები დისიდენტები (მათ შორის რუსები), ვებრძოდით რეჟიმს და არა რუს ერს.

ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ჩვენს პოლიტიკანებს არ აინტერესებთ, რადგან მათი აზროვნება, ისევე როგორც ქმედება, სხვა ქვენა გრძნობებითაა ნაკარნახევი.

მოცემულობაა ისიც, რომ ოპოზიციად წოდებული კრიმინალები, ყველაფერს პოლიტიკური დივიდენდების მიღების პრიზმაში ატარებენ. მაგალითად, როდესაც დღეის მდგომარეობით უცნობია, თუ რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს ხელისუფლება რუს მიგრანტთა მიმართ, პირდაპირ არაფერს ურჩევენ, მაგრამ სამაგიეროდ, დარწმუნებით აცხადებენ:

თუ ხელისუფლებამ შეზღუდა რუსების შემოსვლა, ე. ი. პუტინმა მოითხოვა და თუ არ შეზღუდა, მაშინ ესეც პუტინის შეკვეთილი იქნებაო.

პუტინის ნებართვის გარეშე ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებსო.

აი, ასეთი აბსურდული, პრიმიტიული და გონებაშეზღუდული აზროვნების გამო არის ჩვენი „მედასავლეთე“ ოპოზიცია ფსკერზე",- წერს ნანა კაკაბაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ვისაც ან საკვებით, ან ტანსაცმლით ან წიგნებით დახმარება შეგიძლიათ, დაგაკავშირებთ ამ ოჯახს" - ირმა ინაშვილი მარტოხელა დედის ისტორიას ავრცელებს, რომელსაც საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

* "ბოლნისმა ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე ნინო ჯაფარიძე დაკარგა" - ბოლნისის მერი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი