"მოხუცმა ბებომ, რომელიც აღმაშენებლის კარფურის წინ იდგა, ფული კი არა, ხუთი კვერცხი მთხოვა... ვერ წარმოიდგენთ, როგორ რცხვენოდა" - რას წერს პოეტი კატო ჯავახიშვილი
პოეტი კატო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მოხუცმა ბებომ, რომელიც აღმაშენებლის კარფურის წინ იდგა, ფული კი არა, ხუთი კვერცხი მთხოვა.
აქამდე იქ არასდროს მინახავს.
ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ რცხვენოდა, ხელები და ხმა ერთნაირად უკანკალებდა - მოწყალებას კი არა ხუთ კვერცხს ითხოვდა.
დადიოდა უამრავი ტურისტი ირგვლივ, ეკონომიკის აღმასვლას ასე სამაგალითოდ რომ უწყობენ ხელს, კიდევ ადამიანები - ჩქარი, საქმიანი ნაბიჯებით.
სანოვაგის სწრაფად ყიდვა და სახლში მიტანა, აი, რა იყო მათი მიზანი.
დაღლილი ადამიანების სევდაა ეს, როგორმე შეასწრონ სახლში, როგორც ციხესიმაგრეში ისე შეიბუდონ, რომ არაფერი დაინახონ, არაფერი გაიგონ, ცოტა ხნით არ მოშივდეთ.
ახალგაზრდებიც დადიოდნენ, ამ ქვეყნიდან წასასვლელ გზებსა და შესაძლებლობებს უზიარებდნენ ერთმანეთს.
ფერადები, ჯერ კიდევ ციცინათელები რომ ჰყავთ თვალებში.
ეს ციცინათელები, რომ გადაარჩინონ, უნდა გაიქცნენ.
ჩემოდნის ჩალაგების დროც არ არის, თორემ ცოტაც და, ნიჰილიზმში ჩაძირულებს, უმომავლო სამშობლო ვალდებულებების მარწუხებში მოიმწყვდევს და მერე ყველაფერი გვიანი იქნება.
მერე მხოლოდ სხვისი სამსახურის სანაცვლოდ აღებული გროშებით ბავშვების გამოკვება იქნება შესაძლებელი.
უამრავი ადამიანით სავსე ივლისის ქალაქი მკვდარი იყო.
თითქოს თეატრის დეკორაციად ქცეულიყო სხვა დანარჩენი და იდგა მხოლოდ ბებო, ამ აბსურდულ სინამდვილეში, გაწყალებული სიტყვების ქვეყანაში იდგა და ხუთ კვერცხს მთხოვდა",- წერს კატო ჯავახიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა - მათ შორის ერთი ქალია
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...
1793981305
მსოფლიოცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა
ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და „დემოკრატიული“ პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა. ინფორმაციას Nexta ავრცელებს. ნავთობმაგნატის ჯონ დ. როკფელერის შვილთაშვილი 89 წლის ასაკში...
1793979272
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან ტალგატ ადუოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგა...































