„ომში წაგებული რუსეთი გვექაჩება თავისკენ, „პა ხაროშემო“ უნდათ ჩვენი მიწებება, რადგან „პა პლახომუს“ თავი აღარ აქვთ“ - რას წერს ბაია პატარაია
„ომში წაგებული რუსეთი (დიახ, უკვე წაგებული აქვს ომი უკრაინასთან) გვექაჩება თავისკენ, "პა ხაროშემო" უნდათ ჩვენი მიწებება, რადგან "პა პლახომუს" თავი აღარ აქვთ - ჩვენთან მეორე ფრონტის გახსნა არანაირად არ აწყობთ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია წერს.
„პოლიტიკოსებს ვთხოვ - ახსენით თქვენი ქმედებები და მიმდინარე მოვლენები. დაცინვა და ნაც-ქოცების ძახილი ახსნა არ არის. ირონია და ოპონენტის დაცინვა ახსნა არ არის.
გახსოვდეთ - ერთმანეთს როცა მიმართავთ, სინამდვილეში მოგვმართავთ ხალხს. ყველა ლანძღვა და გინება, რითაც ერთმანეთს ამკობთ, სინამდვილეში ჩვენ მოგვემართება, ხალხს და არ მოგვწონს.
ხელისუფლებისგან მოველი: ისტერიკის და გინება-ფურთხების გარეშე აგვიხსნან, რა ხდება. შუა ომის დროს დრო ვიხელთეთ ფულის საკეთებლად თუ რუსეთი ცალმხრივად გვიხსნის ყველა სანქციას, რომ ერთთავად რუსეთუმე ქვეყნად გამოგვიყვანოს? პირველ ვარიანტშიც და მეორე ვარიანტშიც მაინტერესებს რა პასუხი აქვს ხელისუფლებას.
ოპოზიციისგან მოველი არა წივილ-კივილს, არამედ უნარს დიალოგში შევიდეს ხელისუფლებასთან, დაუსვას კითხვები ინფორმაციის მიღების მიზნით და შეყვეს საგნობრივ მსჯელობაში, შესთავაზოს ალტერნატივები და დაგვანახოს, რომ პრობლემის მოგვარების ხედვა გააჩნია.
მარტო ხელისუფლების კრიტიკა არ კმარა, იქვე თქვით რა უნდა გაკეთდეს რეალურად, ოღონდ სიფსიხეები არ თქვათ, თორემ ხალხის მცირე ნდობასაც გახარჯავთ.
ყველა პოლიტიკოსს უნდა ახსოვდეს, რომ ყელში გვაქვს ამოსული ეს შიდა პოლიტიკური პორჭყვნები, როდესაც უპრეცედენტო გადალაგება მიდის მსოფლიოში და ისიც ვერ გაგვიგია, სად ვართ და რატომ? ეხლავე ჩანს, რომ ოცნებას არასწორად უდევს ფსონი - უკრაინა იგებს ამ ომს.
ომში წაგებული რუსეთი (დიახ, უკვე წაგებული აქვს ომი უკრაინასთან) გვექაჩება თავისკენ, "პა ხაროშემო" უნდათ ჩვენი მიწებება, რადგან "პა პლახომუს" თავი აღარ აქვთ - ჩვენთან მეორე ფრონტის გახსნა არანაირად არ აწყობთ.
ამასობაში ევროკავშირში გაიხსნა ფანჯარა, სადაც უკრაინა უეჭველი გაძვრა და ჩვენ ძალიან გაგვეწელება. ვიყოთ რეალისტურები. ჩვენ რას ვთავაზობთ ევროკავშირს წიხლების გარდა?
წიხლი იყო ოცნების საზეიმო გამოსვლა შარლ მიშელის დოკუმენტიდან და წიხლი იყო ენმ-ის მხრიდან თვეობით ხელის არ მოწერა იმავე დოკუმენტზე.
მოკლედ, პოლიტიკოსებო, თავი ხელში აიყვანეთ და იმუშავეთ. დაგვანახეთ საგნობრივი მუშაობა, კონკრეტული გეგმები და მოსალოდნელი შედეგები.“, - წერს ბაია პატარაია.
ასევე საინტერესოა:
🔵 ილია მეორე: ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტაა, კიდევ ვეცდებით
🔵 არ ვაპირებთ რუსულ ბაზარზე პროდუქტის გატანას - "რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია"
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...































