"პარაპლანისტების ლიცენზირება დაგვიცავს მომავალში მსგავსი ტრაგედიებიდან? პირველ არხს ძველი შენობა რომ არ მოსწონს, ახლის ასაშენებელი 50 მილიონი ხომ გვაქვს?! - როდემდე უნდა გაგრძელდეს განუკითხაობა"
ფეისბუკ მომხმარებელი ლევან ყურაშვილი სოციალურ ქსელში, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს:
"გადავდოთ დროებით დღევანდელი ტრაგედიის მიზეზები და უბრალოდ კითხვა დავსვათ:
რატომ არ გვყავს სპეციალიზებული სამაშველო თანამედროვე ვერტმფრენები?
პოლიტიკური მოტივებით რატომ თქვეს უარი სუპერ პუმებზე?
ხანძრების დროს რატომ ვქირაობთ ბელორუს პილოტს მისი ვერტმფრენიანად?
რატომ გარბიან ჩვენი პილოტები სადღაც აფრიკაში, კერძო კომპანიებში სამუშაოდ?
როდემდე უნდა ვიფრინოთ მი-8-ებით, სანამ ყველას ბოლომდე რესურსი არ ამოეწურება და ჯართად დაჭრა არ მოგვიწევს?
მერე რას ვაპირებთ, ვინმე ხევში რომ ჩავარდეს, თურქეთს ვთხოვოთ, არიქა თქვენი ჭირიმეთ, იქნება ვერტმფრენი გვათხოვოთ, კაცი ამოგვაყვანინოთო?
ამდენი წლის განმავლობაში 50-100 მილიონი არ მოიძებნა ბიუჯეტში, მინიმალურ დონეზე მაინც რომ დაგვეკომპლექტებინა ვერტმფრენების პარკი?!
ათასი მუქთამჭამელი სიპის შესანახი ფული ხომ გვაქვს?
300 000 საჯარო მოხელის შესანახი ფული ხომ გვაქვს?
ტოიოტა პრადოების ფულიც არ გვიჭირს, ხომ?
პირველ არხს ძველი შენობა რომ არ მოსწონს, ახლის ასაშენებელი 50 მილიონი ხომ გვაქვს?!
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს განუკითხაობა და როდემდე უნდა ვეძებდეთ სხვაგან პრობლემას?
პარაპლანისტების ლიცენზირება დაგვიცავს მომავალში მსგავსი ტრაგედიებიდან?!", - წერს ყურაშვილი.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა.
შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
* შსს-ს ცნობით, გუდაურში, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია
1793384376
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჰანს კლუგეს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრც...
1793380900
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა და მიმდინარე კვირების განმავლობაში გამართული...
1793379581
ახალი ამბებიზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება, მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამების მიმდინარეობა, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა...
1793378931
მსოფლიოისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა
ისრაელელი სამხედროების ცნობით, 29 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა. „ჰამასი“ ღაზას ცენტრში, ბურეიჯის ბანაკსა და ღაზას...
1793376881
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ
„ჩვენ არა სამართლებრივი პაექრობის მომსწრენი ვართ, არამედ ეს არის პოლიტიკური ელემენტების, პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ...






























