"როდესაც შენი სახელმწიფო ჩადის დანაშაულს, დამნაშავე მთელი ერია" - რას წერს ილიაუნის პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს:
"თუ საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ უკრაინის ღიად მხარდაჭერას ვერ ბედავს, არამედ რუსეთს კონტრაბანდისტული გზით უკრაინელების ხოცვაში ეხმარება, როგორც ამას უკრაინის დაზვერვა იუწყება, ეს ისტორიული დანაშაული მხოლოდ ვინმე ღარიბაშვილზე თუ კობახიძეზე კი არ ვრცელდება, არამედ მთელ საქართველოზე, მთელ ქართველ ერზე.
აქ „ქოცი არასდროს ვყოფილვარ“ და „ხმა სხვას მივეცი“ არ გამოდგება.
როდესაც შენი სახელმწიფო ჩადის დანაშაულს, დამნაშავე მთელი ერია, რომელმაც ეს ხელისუფლება აირჩია და მის პოლიტიკას თუ არ დაეთანხმა, ხელი მაინც არ შეუშალა.
ესაა ერი-სახელმწიფოს პრინციპი.
საქართველოს, ანუ ქართველი ერის რეპრეზენტანტი დღეს დავით აღმაშენებელი და შოთა რუსთაველი კი არა, ირაკლი ღარიბაშვილია, ის ქმნის ფაქტებს, მისი ხელმოწერით და სიტყვით საქართველო ლაპარაკობს და, შესაბამისად, მასზეც მთელი საქართველოა პასუხისმგებელი.
ისტორია ასე განსჯის, ისევე, როგორც საერთაშორისო პოლიტიკა.
არც გერმანელებისთვის უპატიებიათ ნაციზმი და არც რუსებს პატიობენ პუტინს, დამოუკიდებლად იმისა, ვინ ვისი მომხრე იყო და გულში რას მღეროდა.
ესაა რეალობა, ყველაფერი დანარჩენი ლირიკაა", - წერს მაისურაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 მეგის ქარდავა: საქართველოდან რუსეთში კონტრაბანდული ტვირთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან შედის
🔵 "ვინც რამე სახით მხარს უჭერს ორკისტანს, მათზე ბევრად უარესები ხართ და თქვენ მოგი**ანთ ყველაფერი!!" - დავით ქაცარავა კრამატორსკში, რკინიგზის სადგურის დაბომბვაზე
1795808573
ახალი ამბებილაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ღონისძიე...
1795806281
მსოფლიოშვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები
ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...
1795804315
ახალი ამბებიშალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ
თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...
1795801614
ახალი ამბებიპრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს, ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყო...
1795800465
ახალი ამბებითერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....































