„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ბავშვთა სახლებიდან გასული ახალგაზრდებისთვის“ - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერიის პრესსამსახური
თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო, მნიშვნელოვანი, უფრო სწორად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ბავშვთა სახლებიდან გასული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სრულწლოვანობის გამო ტოვებდნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებს, სადაც იზრდებოდნენ.
ეს 18-21 წლის ახალგაზრდები, უმეტეს შემთხვევაში საცხოვრისის გარეშე დარჩენილები, ვერც პროფესიას ეუფლებოდნენ და ვერც დასაქმებას ახერხებდნენ.
სწორედ მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს და თვეში 500-ლარიანი ვაუჩერის სახით დაუფინანსებს ახალგაზრდული საცხოვრისის მომსახურებას.
ახალი პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან თბილისში რეგისტრირებული 18–დან 21 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკამდე ბოლო ერთი წელი, თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე საოჯახო
ტიპის სახლის ბენეფიციარები იყვნენ.
პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდებთან შეთანხმებული ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენას სრული
საცხოვრებელი პირობებით- სამეცადინო/სამუშაო ოთახით და სხვა აუცილებელი პირველადი მოხმარების საგნებით
უზრუნველყოფას.
ასევე, გათვალისწინებულია ახალგაზრდების პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა; ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება, საჭიროებისამებრ და არსებობის შემთხვევაში ოჯახთან მუშაობა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ფინანსებისა და დროის მენეჯმენტის სწავლება; სამოქალაქო და არაფორმალური განათლების დონის ამაღლება და პირველადი სამედიცინო საჭიროებების მხარდაჭერა.
ბენეფიციარის პროგრამაში ჩასართავად გადაწყვეტილებას იღებს „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ რეგიონული საბჭო“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს
1792310186
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა დ...
1792308929
ახალი ამბები„ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს, ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა“ - იმერეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამ...
1792307651
საზოგადოებარევაზ სოხაძე: სახელმწიფო გაამკაცრებს კონტროლს, რათა კომპანიებმა იმაზე მეტი ვალდებულება არ აიღონ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ცვლილებებზე მუშაობს, რათა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უფრო ეფექტიანი გახდეს და შემცირდეს გაჭიანურე...
1792305834
საზოგადოებადევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტა...
1792304098
საზოგადოებარევაზ სოხაძე: ქუთაისში წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობის პროექტები უახლოეს პერიოდში დაიწყება
ქუთაისში წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არსებული პრობლემების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას გ...


























