საწყალი მამარდაშვილი, საწყალი ილია და საწყალი მზის პანელები ამ ხალხის ხელში - დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

"მერაბ მამარდაშვილმა თქვა - "ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას" და ამის გამო კინაღამ სამშობლოდან გააგდეს. ცოტაც და ჯვარზე გააკრავდნენ, ყველა ერთხმად ლანძღავდა მაშინ. როგორ თუ, სამშობლოზე მაღლა შეიძლება რამე იდგესო 

ერთი წუთით, შეგიძლიათ დაფიქრდეთ ამ კაცს რა მაჩანჩალა, ზედაპირულ და ბეც ხალხში უწევდა აზროვნება? ახლა წარმოიდგინეთ ჭავჭავაძეს რის გამოვლა მოუწევდა, მაშინ, როდესაც წერა-კითხვის უცოდინარ ხალხს წერა-კითხვას ასწავლიდა? წარმოგიდგენიათ რა ჯოჯოხეთს გაატარებდნენ მთელი მისი ცხოვრების მანძილზე? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბოლოს ტყვია დააჭედეს.
არაბეთში მზის პანელები რომ დააყენეს, ხალხი მივარდა ჯოხებით და ურტყამდა, სატანურიაო. ხვდებით? უცოდინრებს როგორ ეშინიათ ცოდნის მიღების? მსხვერპლია ყველა, ვინც უფრო მეტი იცის და საცოდავია მოაზროვნე ადამიანი. ჯვარცმის გზის გავლა გიწევს, თუ ცდილობ რამე შემატო ამ უცოდინრებს და მაჩანჩალებს. მაშინვე მკვლელებად იქცევიან, შეიარაღდებიან ჯოხებით და იწყებენ ბრძოლას სიცოცხლის შიშით (ცოდნა სიცოცხლეა).
საწყალი მამარდაშვილი, საწყალი ილია და საწყალი მზის პანელები ამ ხალხის ხელში",-წერს, დომენიკ მანგო.

ასევე წაიკითხეთ:

🔵ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, საქართველოს ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს? ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ - ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ოპოზიციას

🔵სამმა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა საერთო გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

🔵პრეზიდენტი: მაია სანდუს ვესაუბრე იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1776600387

სპორტი

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა, ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთ...

ილია სულამანიძე

1776597923

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ბათუმში სტარტი აიღო ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კონტინენტის პირველობას ჩვენი ქვეყანა უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მეორედ მასპინძლობს და ღონისძი...

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი

1776596142

საზოგადოება

მეუფე შიო: ვფიქრობთ დღეს როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ - მშვიდობას გიტოვ...

მეუფე შიო

1776594605

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით

„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...

ლევან მაჭავარიანი

1776592370

სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილი ოქროსთვის, სულამანიძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება. ილია ს...

თუშიშვილი