სამმა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა საერთო გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

„სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ წარადგინეს საერთო გეგმა, რომელიც მათი განცხადებით, უნდა შესრულდეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველომ გააკეთა ევროპული არჩევანი საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით.

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ახლოს ვართ ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე.

რამდენიმე კვირა დარჩა, ვიდრე გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის მინიჭება-არმინიჭების შესახებ.

სწორედ ახლა, ამ უახლოეს კვირები უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ევროპასთან დასაახლოებლად, ძირეული რეფორმების განსახორციელებლად და ამ გზაზე სიარულს ქვეყანა იწყებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმით", - განაცხადეს ბრიფინგზე.

ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში

  • საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით
  • შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე – დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა
  • უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები უკრაინაში
  • მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას
  • ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა
  • მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ჩვენ თქვენით ვამაყობთ" - სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა

* ბაია პატარაია: მშობლებო, გაზარდეთ ქალიშვილები დამოუკიდებელ ადამიანებად და ისინი თვითონ მოიპოვებენ თავისუფლებას თქვენგანაც და სხვებისგანაც

* ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776603275

მსოფლიო

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს

დაჯგუფება „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმებულ ცეცხლის ათდღიან შეწყვეტას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. „შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით...

ჰეზბოლა ჰეზბოლა

1776601262

ახალი ამბები

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვე...

პროკურატურა

1776600387

სპორტი

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა, ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთ...

ილია სულამანიძე

1776597923

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ბათუმში სტარტი აიღო ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კონტინენტის პირველობას ჩვენი ქვეყანა უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მეორედ მასპინძლობს და ღონისძი...

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი

1776596142

საზოგადოება

მეუფე შიო: ვფიქრობთ დღეს როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ - მშვიდობას გიტოვ...

მეუფე შიო