"სესხზე, რომელიც სრულად არის დაფარული, თავდებს დაუბლოკეს ანგარიში და დაუყადაღეს ხელფასის 100%-ი" - დავა "საქართველოს ბანკთან", რომელიც მოქალაქემ სასამართლოში მოიგო ისევ გრძელდება

სოციალურ ქსელ ფეისბუკში, ფეისბუკმომხმარებლის პოსტი ვრცელდება, სადაც "საქართველოს ბანკთან" დავის შესახებ წერს, რომელიც მისი განმარტებით, სასამართლოს გზით მოიგო, თუმცა ბანკი კვლავ "არაკეთილსინდისიერად" ებრძვის მათ.

"საქართველოს ბანკი • Bank of Georgia  

ყველგან სადაც ხელი მიმიწვდება გავავრცელებ, როგორ უსამართლოდ იქცევით ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ ‼️‼️

საქმე ისაა, რომ 2022 წლის 15 აპრილს დასრულდა ჩემი და საქართველოს ბანკის დავა სასამართლოს პირველ ინსტანციაში ჩემი გამარჯვებით.

ეს დავა მიმდინარეობდა თითქმის ორი წელი.

ბანკი მედავებოდა დაახლოებით 25 000 ლარს, რადგან სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რაღაც დოკუმენტი შექმნეს, რომელსაც დაარქვეს ჩემი ხელშეკრულების დანართი, სადღაც საიტზე შეტენეს ეს დანართი და ამის შესახებ არც არაფერი მაცნობეს.

ხელშეკრულებაში კი არაფერი იყო მითითებული ამ დანართის შესახებ.

ეს ყველაფერი კი მას შემდეგ გავიგე, რაც გადავწყვიტე სესხის წინსწრებით სრულად დაფარვა.

ამ ორი წლის განმავლობაში, სანამ საქმე სასამართლომდე მივიდოდა, ყველანაირად ვცდილობდი ჩემს ადვოკატთან ერთად, რომ როგორმე დიალოგი მქონოდა ბანკთან, მაგრამ როგორც ჩემი პირადი ბანკირი მიხსნიდა, მათ თანამშრომლებს არ ჰქონდათ დრო ჩემთან სალაპარაკოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი, ბანკს ვთავაზობდი ამ სადავო თანხის ნაწილის გადახდას, მათ შორის სასამართლო პროცესზეც კი მზად ვიყავი მორიგებისთვის, იმდენად მორალურად დამღლელი იყო ეს პროცესები ჩემთვის (თან უარყოფით გადამხდელთა სიაშიც ჩამსვეს).

მაგრამ არა, ბანკი ამბობდა, რომ არანაირ შეთანხმებაზე არ იყო წამომსვლელი.

მრავალი უშედეგო მცდელობის შემდეგ, საქმე მივიდა სასამართლომდე.

გაიმართა 5-ზე მეტი პროცესი პირველ ინსტანციაში.

თითოეული იყო მძიმე, რადგან ვიმყოფებოდი ჩემთვის უჩვეულო ამპლუაში, ბანკი ცდილობდა წარმოვეჩინე როგორც არაკეთილსინდისიერი გადამხდელი, (ასევე შუამდგომლობით ითხოვდა ჩემი ქონებების დაყადაღებას, რაც სასამართლომ არ დაუკმაყოფილა).

ემოციურად ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, როგორც კანონმორჩილი მოქალაქისთვის, რომელსაც არცერთი სამართლიანი ვალდებულებისთვის თავი არ აურიდებია.

ტირილამდეც კი მიმიყვანეს რამდენიმე პროცესზე თავისი უტიფრობით.

საბოლოოდ მოვიგე ეს საქმე ჩემი არაჩვეულებრივი ადვოკატის დამსახურებით.

სასწაული ემოცია იყო, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება მოვახერხე პირველ ინსტანციაში.

ამის მიუხედავად ბანკი დღემდე აგრძელებს უკანონო ქმედებებს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ!

როგორც ჩანს ამ შედეგმა ძალიან გააბრაზა ბანკის მესვეურები და მიმართავენ უკანონო ქმედებებს!

‼️ წაგებული დავის პარალელურად, 20 აპრილს ამ სესხზე (რომელიც სრულად არის დაფარული), თავდებს დაუბლოკეს (სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ - დაუყადაღეს) ანგარიში და დაუკავეს ხელფასის 100% !!! ეს ხდება მაშინ, როდესაც ორი უძრავი ქონება ისედაც დაყადაღებული აქვთ ამ არარსებული მოთხოვნის ფარგლებში.

‼️ დაბლოკვას ახდენენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის და სასამართლო განჩინების ან/და გადაწყვეტილების გარეშე, თვითნებურად.

‼️ ეს საქციელი, რომ შერჩეთ დამკვიდრდება უკიდურესად საშიში და უკანონო პრაქტიკა, როდესაც ყოველგვარი სასამართლოს გარეშე შეძლებენ ყველას დაგიბლოკონ ანგარიშები !!!

მე ჩემი მხრივ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მონსტრს ბოლომდე შევებრძოლო და ჩემი სიმართლე ბოლომდე გავიტანო!

ასევე ყველას გირჩევთ, რომ არ დანებდეთ და ვისაც უსამართლოდ მოგექცათ ბანკები, აუცილებლად ბოლომდე იბრძოლეთ.

მხოლოდ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ შევქმნათ პრეცედენტები! ✊‼️

პ.ს. პოსტს ვურთავ სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სარეზოლუციო ნაწილის პირველ გვერდებს",- წერს ფეისბუკმომხმარებელი. 

სხვა სიახლეები:

📍ჯანდაცვის მინისტრი: სამინისტროს ინფექციური საავადმყოფო არ შეუმოწმებია და არც არის გეგმაში

📍"უგულავა წევს თემას, სააკაშვილი ელჩად უნდა დანიშნონო - დანიშნონ, მაგალითად რუსეთში და პუტინს გავუგზავნოთ, ინფარქტი დაარტყამს მის დანახვაზე, ეგრევე გადადგება"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775373302

ახალი ამბები

თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მიღება განაახლა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შეფერხება გამოიწვია მატარებლის დაზიანებამ, რის გამოც მეტროსადგური „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩ...

სამგორის მეტრო

1775372539

ახალი ამბები

ტრამპი: ირანის სამხედრო ლიდერების უმეტესობა, რომლებიც ქვეყანას ცუდად და არაგონივრულად მართავდნენ, თეირანზე განხორციელებული მასშტაბური დარტყმის შედეგად განადგურდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის დედაქალაქ თეირანზე მასშტაბური დარტყმების შესახებ განაცხადა. მან შესაბამისი განცხადება და დარტყმების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელ Truth Social-ის გვერდზე გამოაქვეყნა. ა...

დონალდ ტრამპი

1775371547

ახალი ამბები

შსს: აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვს სასამართლომ შეუფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა სამი წლის ვადით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი, რომელიც სასამართლოს წინაშე შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლე...

 შსს

1775370077

ახალი ამბები

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. მათივე ცნობით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგ...

ზოგადი

1775369354

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.     ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +...

ამინდი