ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი, 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი, რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით - არცერთი
ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. აბა, მითხარით ვინმემ, რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით - არცერთი,- ამის შესახებ ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი წერს სოციალურ ქსელში.
გეგეჭკორის განცხადებით, სადიგოვის მიმართ სახელმწიფო გამოირჩეოდა ზედმეტი სტუმართმოყვარეობით, რამდენადაც მას 62-ჯერ აპატიეს. მისივე თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ კანონმდებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დატოვოს ქვეყანა.
„ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. აბა, მითხარით ვინმემ, რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით - არცერთი. ზუსტად იმიტომ, რომ ზოგჯერ ზედმეტად სტუმართმოყვარეებიც კი ვართ, ამდენი ხანი უთმინეს, 62-ჯერ აპატიეს, სამოცდამესამეზე გაისროლეს აქედან და ძალიან კარგიც ქნეს. ვინც არ უნდა იყოს და საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, კეთილი ინებოს და პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას და შეირგოს ჩვენი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა, ან არადა აახვიოს აქედან, სტუმართმოყვარეობა იმას არ გულისხმობს, სახლში შემოგიშვა და შენ ტალახიანი ფეხები აჭყაპუნო. ჩვენი პროვოკატორებიც თავზესაყრელად გვყავს და გვეყოფა“,- წერს ლიზა გეგეჭკორი.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
1775388006
ახალი ამბებითბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა
თბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა, სადაც MMA-ის გულშემატკივარმა 9 ბრძოლა იხილა. 18 სპორტსმენიდან გამარჯვებისთვის 7 ქართველი იბრძოდა, მათგან კი მხოლოდ ცოტნე სულთანიშვილი დამარც...
1775387357
ახალი ამბებიმეუფე შიო: მოხდა ხალხში საოცარი გამონათება, ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი. მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ უწმინდესის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისდამი სიყვარულის გრძნობაში
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა, შემდეგ კი შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. „სახოტბო შეძახილებით ხვდებოდნენ მას და შეიძლება ითქ...
1775386359
ახალი ამბებილეო XIV-მ პაპის რანგში პირველი სააღდგომო მესა აღავლინა
რომის პაპმა ლეო XIV-მ კვირას პაპის რანგში პირველი სააღდგომო მესა აღავლინა და მორწმუნეებს მოუწოდა, იმედი არ დაკარგონ, „ომის ძალადობის მიუხედავად, რომელიც კლავს და ანადგურებს“. ამის შესახებ Associated P...
1775384137
ახალი ამბები„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ
პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში მაღალი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს...
1775382685
მსოფლიოორბანი აცხადებს, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. უნგრეთის მთავრობის მეთა...































