"წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა დაფიქსირდა" – რა ფოტოებს ავრცელებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს:
“წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა ჩვენს თვალწინ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (ანუ მცირე) ეკლესიაში წინამძღვრის, დეკანოზ ისე (საერო სახელი – ბაღდო) არხოზაშვილის ხელმძღვანელობით 2019 წელს:
1) აღნიშნული თავხედობისა და მავნებლობის შედეგად განადგურდა თავადი სუმბათაშვილების, მათ შორის ცნობილი გენერალ მიხეილ სუმბათაშვილის, მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, მით უფრო, რომ ეს ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი და ფოტოფიქსირებული არ იყო.
2) მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულ იქნა ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად დაიფარა ტაძრის ავთენტური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა, რაც ასევე უნდა შეფასდეს, როგორც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება და უმძიმესი დაზიანება.
ფოტოზე: საფლავთმაოხრებელი ქვაბავაზაკი დეკანოზი ისე არხოზაშვილი განადგურებულ და მომეტლახებულ საფლავებზე მდგომი.
ეს ამბავი 2020 წელს აღმოვაჩინე და მივაწოდე თეოლოგ გ. ტიგინაშვილს გამოსაქვეყნებლად, რადგან ჩემი მუდმივი კრიტიკული აქტივობების გამო საპატრიარქო მუდამ აწუხებდა ჩემს ეპისკოპოსს და ჩემ დასჯას ითხოვდნენ, ამიტომ მოვერიდე ზედმეტ დაძაბულობას.
ატყდა დიდი სკანდალი მედიაში, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ყველაფერი ჩაიფარცხა და მივიწყებას მეცა, ხოლო ვანდალი მღვდელი ისე ისევ მაგ ტაძრის წინამძღვარია. ესაა ჩვენი საპატრიარქოს და პირადად ილია მეორის, თბილისის მთავარეპისკოპოსის რეალური სახე
ეს უვიცი და ველური მღვდელი არხზაშვილი პროფესორად ჰყავდა ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის გრემის სასულიერო სემინარიაში (საპატრიარქოს მორიგი არაკრედიტირებული და არაავტორიზებული ფსევდო სასწავლებელი, ფულის საჭრელი სტანოკი). რას ასწავლიდა ან ასწავლის იქ მომავალ მღვდლებს ბაღდო?! ალბათ საფლავთმაოხრებლობის ტექნოლოგიებს.
წარმოგიდგენთ შესაბამის ფოტომტკიცებულებებს ჩადენილი უდიდესი მორალური, ანტიქრისტიანული, სისხლისსამართლებრივი და ეროვნული დანაშაულის შესახებ. ფოტოები ქრონოლოგიურადაა და მიხვდებით რა იყო და რა მოხდა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-თან გაკეთებულ კომენტარში, ნავთლუღის წმ. ბარბარეს ტაძრის წინამძღვარმა – დეკანოზმა ისე არხოზაშვილმა, მის მიერ ჩატარებულ ვანდალურ სამუშაოებზე გასაოცარი უტიფრობითა და დემაგოგიით განაცხადა:
“ტაძრის კედლები იყო დანგრეული, დაბლიდან ამოდიოდა ქვეწარმავლები, გველები შემოდიოდა ეკლესიაში. ჩვენ ამ საფლავზე გამოვაცხადეთ სოციალურ ქსელში, სუმბათაშვილებს გთხოვთ, მობრძანდეთ, რომ ჩვენ გვინდა ამ იატაკის რესტავრაცია და როგორ გავაკეთოთ, თქვენ წინადადებებს ველოდებით. ველოდეთ 8 თვე. 8 თვეში მოვიდა ერთი პატარა 16 წლის გოგო, მეტი არავინ გამოჩენილა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ქვეწარმავლები რომ აღარ შემოსულიყო ეკლესიაში, დაგვეგო რაღაც, იატაკი ხომ უნდა გაგვეკეთებინა?! თუ ვინმეს არ მოსწონს, მე დღესვე შემიძლია ეს ყველაფერი ავგავო. ეს სამუშაოები მამა გიორგი ტაბაღუამ დაიწყო. მე არ მიფიქრია, თუ საბუთები არ არსებობდა”.
შეუძლებელია მკვდარ კაცს, მღვდელ გიორგი ტაბაღუას დააბრალოს ეს ავი საქმე, მაშინ როცა წინამძღვარი თავად იყო და არა აწ განსვენებული ტაბაღუა.
ან თუ საქმის კურსში არ იყო, აბა ის რვა თვე სუმბათაშვილებს როგორ ელოდებოდა? ან “ქვეწარმავლების ამოსვლის” გამო საფლავები უნდა დააბეტონოს? რა არის ეს თუ არა მზაკვრობა, უზნეობა და სიცრუე?
რაც შეეხება ხსენებულ მამა გიორგი ტაბაღუას, იგი წლების წინ გარდაიცვალა. ამასთან, ის იყო მამა ისეს წინამძღვრობის ქვეშ და თავად ვერანაირად ვერ გასცემდა სამუშაოების შესრულებაზე “კურთხევას”?! ასე, რომ საკუთარ სამართლებრივ დანაშაულს ახალი მორალური მავნებლობაც დაამატა დეკანოზმა ისემ!", - წერს სასულიერო პირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "ნაციონალურ მოძრაობას" ვუსურვებ, რომ დაიშალოს რაც შეიძლება ბევრ ნაწილად" - ალეკო ელისაშვილი
1741952765
ახალი ამბებივოლსკი ჩეხეთის სენატის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციაზე: ამ კომიტეტსაც სირცხვილი, სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა
„სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა, სირცხვილი ამ კომიტეტსაც“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციას. მისი...
1741949034
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში, ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი
„ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში“, - განაცხადა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ...
1741947173
ახალი ამბები„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მუხათგვერდის გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მუხათგვერდის გზის მიმდებარედ არსებული გამწვანებული სივრცე დაასუფთავეს. ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში მონაწ...
1741944614
სპორტი„ბედნიერი ვარ, რომ კვარაცხელია პარიზში გადავიდა, ბედნიერია და ეს მინდროზეც ჩანს“ - ვილი სანიოლი
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას გამოეხმაურა. „ბედნიერი ვარ, რომ კვარაცხელია პარიზში გადავიდა. ისიც ბედნიერია და ეს ყველაფერი მინდროზეც ჩანს. კარ...
1741944230
სპორტიცნობილია, გურამ კაშიას არყოფნის გამო საქართველოს ნაკრებს ვინ უკაპიტნებს
სომხეთის წინააღმდეგ პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებს გურამ კაშიას არყოფნის გამო ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს. ინფორმაცია ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა. დისკვალიფიკაციის გამო სომხეთში გუნდი...