"წუხელ ქვედა სართულიდან ამოდიოდა ლეწვის, ყვირილის, გინების და ბავშვების ტირილის ხმა... გამოვიძახე პატრული, იმ ქალმა არაფერი არ ხდება, არაო. ქალებო, ვინც ამ ყველაფერს ითმენთ, გამართლება არ აქვს" - ისტორია სოციალური ქსელიდან

ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში მსგავსი შინაარსის პოსტი დაიდო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოკლედ წუხელ ღამით ქვედა სართულიდან ამოდიოდა საშინელი ყვირილის ხმა.

როგორც ყოველთვის დაბლა სართულის მეზობლები, ცოლ-ქმარი ჩხუბობდნენ, რომლებსაც ჰყავთ 3 მცირეწლოვანი ბავშვი.

ამჯერად თან ისმოდა ჭურჭლის ლეწვის ხმა, გინების, წივილ-კივილის.

ვეღარ მოვითმინე და დავრეკე პოლიციაში.

სასწრაფოდ მოდით, ბავშვებიც სახლში არიან და ერთ-ერთის ტირილი მესმის-თქო.

ვკანკალებდი შიშისგან მე თვითონ.

მალე მოვიდა პოლიცია, გაფაციცებით ვისმენდი რა მოხდებოდა, რა დიალოგი შედგებოდა.

ქალი გამუდმებით პასუხობდა არაფერი მომხდარა, არა, არაფერი, არა, არა სულ ამ პასუხებით იყო.

დარწმუნებული ვარ იქვე ეყრებოდა დამსხვრეული ჭურჭელიც.

გაისტუმრეს პოლიცია ასე ლამაზად და გააგრძელეს ცხოვრება, მას შემდეგ ხშირად მესმის ხმები, მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევ, თურმე ადრეც გამოუძახებიათ პოლიცია სხვა მეზობლებს, მაგრამ ეს ქალი ყოველთვის ჩუმადაა.  

ჰოდა ახლა რას გეტყვით ქალებო, ვინც მსგავს მდგომარეობაში ხართ და ითმენთ, ითმენთ რაღაც მიზეზების გამო, ამ მიზეზებს გამართლება არ აქვს…

იქ სამი ბავშვი იზრდება, რომლებიც ყოველღამე ამ სცენებს ხედავენ, მე არ მესმის დედას თუ თავისი თავი არ ეცოდება, შვილი მაინც როგორ არ უნდა შეეცოდოს?

არ მითხრათ, სამი ბავშვით სად წავიდოდაო, წასასვლელიც აქვს და გვერდში დამდგომი ხალხიც ჰყავს.

ნუ იქნებით მსხვერპლის როლში, თქვენც არანაკლებ დანაშაულს ჩადიხართ თქვენი შვილების წინაშე.

მათ არაფერი დაუშავებიათ, მათ სრული უფლება აქვთ სრულფასოვანი ბავშვობის ქონის.

ძალიან გავბრაზდი იმ ქალზე, ძალიან.

კაცზე საუბარი აღარ მაქვს, ის არის არაადამიანი, რომელიც არ სიყვარულის, არც შვილის და არანაირი ადამიანური დამოკიდებულების ღირსი არ არის…",- აღნიშნულია პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* “მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დარჩენილი ცხოვრება იმპერიას არ მისტიროდა და რევანშისტი არ გახდა - ამაზე ეკუთვნის ალბათ მთავარი მადლობა”

* "ერთადერთი სახლი იწვის, ლოგინად მწოლიარე დედა გამოიყვანეს... ცოცხალია... გუშინ ჰქონდა დაბადების დღე 72 წლის გახდა" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792317391

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: პროცესი იქნება საჯარო, მოქალაქეები თავისი ყურით მოისმენენ არგუმენტებს, რაზე დაფუძნებითაც გვაქვს შედგენილი ეს სარჩელი

„სარჩელის მთავარი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური ველი გასუფთავდეს აგენტურისგან და შესაბამისად, უფრო მეტი მოტივაცია მიეცეთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და გაგვ...

ლევან მაჭავარიანი

1792312923

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალ...

პოლიცია პოლიცია

1792311346

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-...

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი

1792310186

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა დ...

დიდი ოდენობით ნარკოტიკული

1792308929

ახალი ამბები

„ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს, ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა“ - იმერეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამ...

დაკავება