უკვე შეიძლება გაგიმხილოთ, რომ 5 შვილის მამა ვარ! გაიცანით, დავით არველაძე! - გიორგი არველაძემ და მისმა მეუღლემ, უკრაინელი ბავშვი იშვილეს

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი არველაძემ და მისმა მეუღლემ, უკრაინელი ბავშვი იშვილეს.
ამის შესახებ არველაძემ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა:
"მეგობრებო, პირადი ცხოვრების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ ეს სიხარული მინდა გაგიზიაროთ. უკვე შეიძლება გაგიმხილოთ, რომ 5 შვილის მამა ვარ! გაიცანით, დავით არველაძე! ❤️
ჩემი და ანასტასიას სიცოცხლე და სიხარული.!!! დავითი სამყაროს საჩუქარია ჩვენთვის. ერთი წლისა სულ ახლახანს შესრულდა, მაგრამ უკვე დიდი გმირია. უკვე ბევრი გასაჭირი გამოიარა, მაგრამ გადარჩა! დაბადებაც რთული ქონდა, მაგრამ არ დათმო სიცოცხლე. დაიბადა და მარტოდ-მარტო დატოვეს ცხოვრებასთან… მერე, სულ სამი თვის იყო როცა მის თავზე ბომბებმა დაიწყეს აფეთქება... როცა ხარკოვიდან გამოვიყვანეთ, დავითი ყველაზე პატარა იყო ჯგუფში, სანამ თავშესაფარს მიაღწევდა, მარტის ცივი ღამეების სარდაფებსა და გაყინულ შენობებში გატარება მოუწია, მაგრამ კაცურად გაუძლო. აცრილი ერთხელაც არ იყო, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ყველა ვირუსი.
დიდი მადლობა ალა ტიხომირენკოს, ბავშთა სახლის დირექტორს, რომელმაც არცერთი წამით არ მიატოვა ბავშვები და სიცივეში, ტანზე მიკრული რძის ბოთლებით, უთენებდა დავითს ღამეებს, რომ ბავშვს ოდნავ თბილი საკვები მაინც ქონოდა.
ანასტასიასა და ჩემთვის კი,დავითი ერთი ნახვით სიყვარულია. ❤️ განსაკუთრებით ანასტასიასთვის. რა წამსაც პირველად ნახა და ხელში აიყვანა, იმ წამიდან აღარ მოშორებია, იმ წამიდან მისი სამყაროს ცენტრად იქცა. იმ წამიდან, მასში ისეთმა დედამ გაიღვიძა, ცქერით რომ ვერ დატკბებით. იმ წამიდან არ შეუწყვეტია მასზე ზრუნვა, მისი ფერება, მასთან თამაში. ბედნიერებაა ამის ყურება, იმიტომ, რომ ქალში ყველაზე დიდი სილამაზე კარგი დედობაა.
აქამდე ვერ გიმხელდით, რადგან იურიდიული პროცედურები არ იყო დასრულებული. ახლა იმ სტადიამდე მივედით, რომ შეგვიძლია გაგიმხილოთ, რომ დავითი ჩვენი სისაყვარლის ბუშტი შვილია - ანასტასიასთვის პირველი, ჩემთვის მეხუთე, თუმცა ორივესთვის მეხუთე. ❤️❤️❤️❤️❤️
ხო, ამბობენ რომ გვგავს. 😍 დიახაც გვგავს, და უფრო მეტად გვემგვანება. 😍 ჩვენი შვილია და მაგიტომ. 😍",-წერს, გიორგი არველაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1748352807
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7357 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7376 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1748351141
ახალი ამბებიქობულეთში 55 წლის კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა
ქობულეთში, ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის კაცი სამუშაოს წარმოების დროს დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, როდესაც მწყობრიდან გამო...
1748349676
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებსა და ამ სისტემის თითოეულ თანამშრომელს, თქვენ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი გმირები ხართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ულოცავს. „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ვულოცავ...
1748348006
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მოვალეობა და რაც მთავარია, დედის ინსტინქტი იყო ჩემი ოფიციალური საჩივრის საფუძველი
„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრისა და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი ვალდებულებაა - უზრუნველვყო ბავშვთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა და საერთაშორისო იურისდიქციული სტანდარტების განხორცი...
1748346779
ახალი ამბებიპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩია
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარმოდგენილ არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად, 89 ხმით დაუჭირა. მოსამართლეობის კანდიდატის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და პა...