განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე პროკურატურამ თურქეთის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის რამდენიმე და საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართულებით, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიდან თურქეთის მოქალაქემ, შურისძიების მოტივით, წარსულში თურქეთში არსებული უთანხმოების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო თურქეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
თურქეთის რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ, რომლებმაც ნამდვილად იცოდნენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. გარდა ამისა, ხსენებულმა პირებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, შეინახეს და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს და მათთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. თურქეთის მოქალაქეები, თურქეთიდან საქართველოში ეტაპობრივად სექტემბრის თვიდან შემოვიდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები სენაკის მუნიციპალიტეტში დააკავეს. თურქეთის ერთ მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თურქეთის სამ მოქალაქეს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
1756368616
ახალი ამბებითინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მინისტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია...
1756367102
ახალი ამბებიცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მოუწოდებს გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში
4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო პროცესის გამა...
1756365300
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - „შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტ...
1756363711
ახალი ამბებიგენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად შენახვა - გადაზიდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან და სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახ...
1756362447
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა ვიზალიბერალიზაციაზე: შანტაჟი გრძელდება საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ეს არახალია
„შანტაჟი გრძელდება საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ეს არახალია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარ...