„ვამხილოთ მანკიერებები, რომლებიც ხრწნის ჩვენს სულებს!გაჩუმება დღეს მტრის თანამონაწილეობის ტოლფასია!“ - თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს
„ვამხილოთ მანკიერებები, რომლებიც ხრწნის ჩვენს სულებს!გაჩუმება დღეს მტრის თანამონაწილეობის ტოლფასია!“, - წერს სოციალურ ქსელში მოცეკვავე თეა დარჩია.
„მე, თეა დარჩია, სისხლით – ხორცამდე ქართველი, ვემიჯნები ყოველგვარ კოლაბორაციას ბოროტებასთან, ვემიჯნები ნებისმიერ ძალადობასა და ნებისმიერ აგრესიას!!!
მე, ქართველი და მაშასადამე ევროპელი, ვუერთდები სიკეთესა და სიყვარულს, სიბნელისა და ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვითხოვ საქართველოს ცის დაკეტვას მესამე მსოფლიო ომის შესაჩერებლად!!!
ასევე, კატეგორიულად ვგმობ საქართველოში ჩამოსული ნებისმიერი რუსის ქუჩასა თუ სხვადასხვა ადგილას ცემას, გინებასა და ლანძღვას!!!
ეს ფორმა ჩვენი არ არის!!!
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ფეხქვეშ გავეგები და მოვემსახურები, ფიანდაზებს დავუგებ და ველაქუცები!!!
მე, თეა დარჩია, არ ვარ და არასოდეს ვიქნები მშვიდად, სანამ სადმე ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს და უბრალოდ, ადამიანებს ხოცავენ!!!
ვაპროტესტებ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ხელს შეუწყობს, ან დაეხმარება კაცობრიობის საერთო მტრის, პუტინისტური რუსეთის, პოლიტიკას!!! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც ისე მოვიქცევი, როგორც მტერი იქცევა!!!
უკუნით სიბნელეს, ერთი პატარა სინათლის სხივიც კი ამარცხებს და მოდით, ეს სხივი ჩვენ ავანთოთ ჩვენს გულებში!!!
ბოროტებას სიკეთით და სიყვარულით დავუპირისპირდეთ!!!
ვამხილოთ მანკიერებები, რომლებიც ხრწნის ჩვენს სულებს!!!
ნუ გავჩუმებით, ნუ მოვერგებით და ნუ გავაძლიერებთ ჩვენს მტერს, რადგან უმოქმედობა, გაჩუმება დღეს მტრის თანამონაწილეობის ტოლფასია!!!“ - წერს თეა დარჩია.
ასევე საინტერესოა:
🔵 შემზარავი შემთხვევა სამეგრელოში - სავარაუდოდ მამინაცვალმა 14 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...































