"ვანი გლოვობს, მამა-შვილის სხეული მიაბარეს მიწას. ალბათ, ძალიან შეგცივდებათ, მაგრამ გვჯერა, რომ მზის პირველი სხივები გაათბობს თქვენს გაყინულ სხეულს" - შოთო სიხარულიძე
შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ავარიის შედეგად გარდაცვლილი სასულიერო პირსა და მის 8 წლის შვილს ემშვიდობება:
"ვანი გლოვობს მამა-შვილის სხეული მიაბარეს მიწას. ალბათ ძალიან შეგცივდებათ, მაგრამ გვჯერა, რომ მზის პირველი სხივები გაათბობს თქვენს გაყინულ სხეულს და მარტოდ დარჩენილებს გზა გაგინათდებათ....
ამოთხრილ სამარესთან არის წამი როცა ყველა ირინდება. ქალები ტირილს წყვეტენ, მამაკაცები შეუმჩნევლად იმშრალებენ ცრემლს. ბუნებაც კი ირინდება.
არის წამი როცა კუბოს ცივ სამარეში ნელ-ნელა უშვებენ.
ძალა არავის რჩება რომ იტიროს, ამ დროს ადამიანთა სახეებზე სიცივეს დაინახავ, ზოგან სინანულს...
მიწა ხრიალით ეხეთქება კუბოს კედელს. ისმის შემზარავი ხმა სიჩუმეში, იმდენად ხმამაღალი, იმდენად სასტიკი, რომ ძნელია გაუძლო.... რა ძნელია, რომ შენ საყვარელ ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.
რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე...
ნაადრევი იყო თქვენი ამქვეყნიდან წასვლა.
მსუბუქი იყოს თქვენი საფარველი! ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სული, ამინ!
გლოვობს ვანი მუქედი.... იმდენ ადამიანს დაწყვიტეთ გული იმდენი სიკეთის და სითბოს დათესვა მოასწარით ბევრი რომ 80 წელს ვერ მოაგროვებს იშვიათი ადამიანები იყავით... .ვინც კი გიცნობდათ მუდამ ცოცხალი იქნებით მათ გულებში თქვენისთანა ადამიანები არ კვდებიან. ია ვარდით მოფენილ ბილიკზე გევლოთ მამა-შვილს..
ამბობენ ანგელოზები არუნდა ვიგლოვოთო,არ შეიძლებაო მაგრამ სულ ასე ხომ არვართ...წელიწადში რამდენჯერმე რომ უნდა გვამყოფოთ ცრემლში ესეც გვაპატიეთ
ტაძარში ყველგან გვესმის თქვენი ფეხის ხმა და თქვენი ჩურჩული და ჩვენი თვალებიც ვერ გადაეჩვია თქვენს ლოდინს.. ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა , მაგრამ თქვენ არ იფიქროთ, სიკვდილი შეძლებს თქვენდამი სიყვარულის განელებას.
მუქედში დღეს ტაძარი ჩუმია უტყვი, მდუმარე, აქაც სანთლები ტირიან. იღვენთებიან ხატის წინაშე. სათქმელი ბევრია... თხოვნა იგივე... ფიქრი ძნელია, ძალიან ძნელი, უშენოდ...დრო ნელია, ალბათ, არც მიდის...
ცრემლები? _ ცრემლები, რამდენიც გინდა, ბევრი, ულევი... "
თქვენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და თქვენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი მრევლის ცრემლებისა.
------------------------------------------------------------------------------------------
"ემიგრანტებო შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი ლაშუკა ემსხვერპლა აცხოვნოს უხვმოწყალე ღმერთმა მათი უკვდავი სული
(ფოტოზე მამა-შვილი)))
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს ახლობლებსა და მრევლს ...
უფალმა გიხმო მამავ და ძმაო ქრისტეში
ყველaფერი ზეცაში იყო გადაწყვეტილი
განგისვენოს ქრისტე ღმერთმა მართალთა სავანეში და გაცხოვნოს ლაშუკასთან ერთად
ძვირფასო მამაო
მე შოთო სიხარულიძე ვუსამძიმრებ ვანისა და ბაღდათის ეპარქიას და მის სულიერ საძმო-სამწყემსოს ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი და შენი შვილის ლამაზი სული
ქრისტეს მიერ ძმანო და დანო გთხოვთ მოიხსენოთ ახლადშესვენებული დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი შვილი ლაშუკა (ლაშა როხვაძე)",-წერს, შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა შესაძლო საფრთხის წინაშე დააყენა ემიგრანტები, არჩევნებში მელონის გამარჯვებამ?!
1794145684
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც აქტუალურია
„ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - ამ...
1794142945
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8 ნოემბერს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ყა...
1794140522
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მოწვევით, პრაღაში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ პრაღაში დაგეგმი...
1794139252
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ გვაცნობა, ხვალინდელი სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო, სხდომები სამშაბათიდან განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა სამშაბათიდან გაგრძელდება. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომის დაწყება ერთი დღ...
1794138016
საზოგადოებაკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალზე ვიზიტორებისთვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის
„უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავ...


























