„ვიბრძოლოთ თუნდაც პატარა ნაბიჯებით ამ მთავრობის იზოლაციისთვის და საბოლოო შეცვლისთვის“ - ელენე ხოშტარია

პარტია "დროის" ლიდერი ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს.

„ცივი ომის დასრულებისას დასავლეთის პოზიცია გაყოფილი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა არდაშლაზე. თავად ამერიკაშიც გაყოფილი იყო აზრი. უამრავი ‘ლეგიტიმური’ არგუმენტი იყო. შესაძლო ქაოსი, ბირთვული იარაღის გადანაწილება და შესაძლო გაპარვა.

მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თავად ერების ბრძოლა თავისუფლებისთვის. იმის თქმა მინდა, რომ ბევრი ქვეყანა არ იჯდა და ელოდებოდა ვაშინგტონი რას გადაწყვიტავდა. ეს არც დაპირისპირება იყო დასავლეთთან არც კონფლიქტი. იყო პოზიციების ჭიდილი. თითოეული ადამიანის ბრძოლას და არგაჩერებას ჰქონდა მნიშვნელობა. თითოეული ქვეყნის არშეგუებას ჰქონდა მნიშვნელობა. ქვეყნების სოლიდარობას ჰქონდა მნიშვნელობა.
დღესაც საბჭოთა კავშირის ნარჩენების ნგრევა მიდის. ბევრად უკეთეს პოზიციაში ჩვენთვის. დასავლეთში იყოფა აზრი რამდენად ბოლომდე მიიყვანონ რუსეთის კაპიტულაციის მომენტი. მიდის მსჯელობა მერე აქ რა უსაფრთხოების სისტემა იყოს. ხოდა ზელენსკიმ უკვე აიღო თავის თავზე ბრძოლა რუსეთის ბოლომდე დასასჯელად, რაც სამომავლო თავისუფლების გარანტია.

ახლა აუცილებელია ბალტიის ქვეყნებთან, უკრაინასთან და ბელარუსის თავისუფალ ნაწილთან ერთად მუშაობა, რომ ეს აზრთა ჭიდილი ჩვენი ინტერესების მხარეს გადმოიწიოს. ამ მთავრობის პოზიციას დავანებოთ თავი და ვიაქტიუროთ ჩვენ, თითოეულმა ადამიანმა. იმაში კი არ ვხარჯოთ დრო, კობახიძემ რა თქვა. აი როგორც წინა კვირას მოქალაქეებმა დროშის აქცია გააკეთეს, ბევრი მსგავსი გავაკეთოთ. ვიბრძოლოთ თუნდაც პატარა ნაბიჯებით ამ მთავრობის იზოლაციისთვის და საბოლოო შეცვლისთვის. ვიპოვოთ მოკავშირეები თავისუფალ სამყაროში. ექიმმა ექიმი, ნჯომ ნჯო, მომღერალმა მომღერალი, პოლიტიკოსმა პოლიტიკოსი. დღეს როგორც არასდროს ყველა ადამიანის ინიციატივას აქვს მნიშვნელობა.

ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტთან შეხვედრის იდეაც ეს იყო და იქიდანაც ზუსტად იგივე შემართებაა. შევთანხმდით ბევრი მიმართულებით მოქმედებაზე. პოლონეთშია სამუშაო კიდე.

სხვა გზა არ აქვს ჩვენ ქვეყანას და ჩვენმა წინა თაობამ ეს ქნა, ახლა ჩვენ უნდა ვქნათ. ყველაზე მეტად ამ პროცესს წუწუნი და ურთიერთბრალდებები აზიანებს.

სლავა უკრაინე
ჟივე ბელარუს
დიდება საქართველოს
პიტინხუილო“, - წერს ელენე ხოშტარია.

ასევე საინტერესოა:

🔵 „მიშა, იმედია მალე გახვალ მაგ საპყრობილიდან, გამოჯანმრთელდები და შექმნი ახალ პარტიას“ - მაია ორჯონიკიძე მიხეილ სააკაშვილს

🔵 „შეჩერდეს კულტურის დესტრუქციული პოლიტიკა“ - კულტურის პროფკავშირი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

🔵 „მიყვარხართ ადამიანებო! ერთად ყველაფერი შესაძლებელია!“ - ხატია ქირიას თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793971769

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული ურთიერთობები, სტრატეგიულ დონეზ...

მაკა ბოჭორიშვილი

1793970371

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5955 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1793967219

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა...

ირაკლი ნადარეიშვილი

1793966197

საზოგადოება

ნინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში

არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...

ნინო წილოსანი

1793964326

საქართველო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რეს...

 ხან ჭენგი