ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იწყება
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტის გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიება გახსნა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა. დამსწრე საზოგადოებას ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა წარუდგინა სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა.
ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვენიის ქალაქი მარიბორი 23-29 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოდან კი სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი - საგზატკეცილო, ველოსპორტი - სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) იასპარეზებს 31 სპორტსმენი.
სპორტსმენებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ, სეოკ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა დავით გობეჯიშვილმა.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ფიცი დადო კალათბურთელმა ნიკოლოზ გურგენიძემ.
სპორტსმენთა სახელით სიტყვით გამოვიდა ჩოგბურთელი ელენე ხუბუა.
ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან: ტანმოვარჯიშე თინათინ ტყემალაძე და ძიუდოისტი საბა გველესიანი.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
(მარიბორი, სლოვენია 23 -29 ივლისი, 2023 წელი)
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა
ოლიმპიური სოფელი
ცურვა
1. ანა ნიჟარაძე
2. სანდრო ქვილორია
3. ზურაბ კობახიძე - მწვრთნელი
ველოსპორტი (საგზატკეცილო)
1. რუსლან ბაბილოძე
2. გიორგი გაბრიჭიძე
3. არჩილ უნდილაშვილი
4. გიორგი დემურაძე - მწვრთნელი
5. ავთანდილ მიკუჩაძე - მწვრთნელი
ველოსპორტი (სამთო)
1. გიორგი სულხანიშვილი
2. ომარ ფხაკაძე - მწვრთნელი
ჩოგბურთი
1. ელენე ხუბუა
2. ნიტა სხილაძე
3. გიორგი ღვარძელაშვილი
4. კონსტანტინე შარვაშიძე
5. გაგა დოლიძე - მწვრთნელი
სკეიტბორდი
1. პეტრე ბუნტური
2. ვლადიმერ ბოჟაძე - მწვრთნელი
მძლეოსნობა
1. ვაჟა მარტყოფლიშვილი - ბადროს ტყორცნა
2. ნოდარ კახელიშვილი - უროს ტყორცნა
3. ლერი ჩიტაიშვილი - მწვრთნელი
სპორტული ტანვარჯიში
1. დაჩი დოლიძე
2. თინათინ ტყემალაძე
3. თეიმურაზ ქოიავა - მწვრთნელი
4. ილია ვაშაკიძე - მწვრთნელი
ძიუდო
1. შოთა ბაჩოშვილი - 50კგ
2. მერაბ სამადაშვილი - 55კგ
3. თორნიკე გიგაური - 60კგ
4. მათე გველესიანი - 66კგ
5. ირაკლი ქავთარაშვილი - 73კგ
6. გიორგი ბენდელიანი - 81კგ
7. საბა გველესაინი - 90კგ
8. შოთიკო გოჩიაშვილი - +90კგ
9. თამარ გიგოლაევი - 48კგ
10. ნონა დოლიაშვილი - 63კგ
11. ლიზი ქვარცხავა - 70 კგ
12. ნინო პაპიძე - +70კგ
13. გიორგი ყიზილაშვილი - მწვრთნელი
14. ალექსი ღვინიაშვილი - მწვრთნელი
15. გიორგი გვიჩიანი - მწვრთნელი
კალათბურთი 3 X 3
1. ნიკოლოზ გურგენიძე
2. ირაკლი ახალაია
3. ანდრია მნდინარაძე
4. ნიკოლოზ კვანტალაინი
5. გრიგოლ გურგენიძე - მწვრთნელი
ადმინისტრაცია
1. გიორგი ესაკია - მისიის ხელმძღვანელი
2. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი
3. თეონა ომანაძე - პრესატაშე
4. ლაშა მამრიკიშვილი - სამედიცინო პერსონალი
ოლიმპიური სოფლის გარეთ
1. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი
2. ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
3. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
4. რევაზ რობაქიძე - სეოკ-ის აღმასკომის წევრი
5. ჯონი ცივაძე - სეოკ-ის აჭარის რეგიონალური ორგანიზაცცის ხელმძღვანელი
6. ალექსანდრე კოპალიანი - საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები სლოვენიის ქალაქ მარიბორში 22 ივლისს გაემგზავრნენ.
წყარო: geonoc.org.ge
1784315868
მსოფლიოAxios: აშშ-მა ისრაელს აცნობა, რომ ისრაელში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის
შეერთებულმა შტატებმა ისრაელს აცნობა, რომ ქვეყანაში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი, ფართო...
1784313938
ახალი ამბებინაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა - ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ინფორ...
1784311658
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს, ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ
საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად ი...
1784310128
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...
1784309067
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ, დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს...






























