გივი მიქანაძე საზღვარგარეთ დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართულ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ ფარგლებში საზღვარგარეთ დისტანციურად შეისწავლიან ქართულ ენას.
„საამაყოა, რომ ქართველი ახალგაზრდები, საზღვარგარეთ ცხოვრების მიუხედავად, არ კარგავენ ინტერესს ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის მიმართ. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა პროგრამაში ჩართულ პედაგოგებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და თავდადებით ეხმარებიან ახალგაზრდა თაობას ქართულ ენასთან, ეროვნულ იდენტობასა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაში.
მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ახალგაზრდები იცნობდნენ ჩვენი ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც დაეხმარება მათ ეროვნული იდენტობის გაძლიერებაში. მჯერა, ეს ახალგაზრდები საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებაში,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეხვედრაზე სიტყვით ასევე გამოვიდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ონლაინ ფორმატში სწავლობენ მშობლიურ ენას, ეცნობიან საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
სასწავლო პროცესს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული და გადამზადებული კვალიფიციური პედაგოგები წარმართავენ.
პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება საგნობრივი პორტალის „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ მეშვეობით, სადაც შესაძლებელია რეგისტრაცია, სასწავლო ჯგუფისა და პედაგოგის შერჩევა. პორტალზე ასევე ხელმისაწვდომია სასწავლო რესურსები.
პორტალი „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ 2025 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, კანადა და სხვა) მცხოვრებ 3 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
1784283182
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი - ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს
„ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი. ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს. ამის საწინააღმდეგო, ნორმალურად მოფიქრალ ადამიანს არა...
1784282712
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა
თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა. ს...
1784281783
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში, ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ?
ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაც პოლიტიკურ ტერორს ა...
1784281337
საზოგადოებაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 22 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარისა და გურიის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი 22 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აღმოაჩინეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რ...
1784281279
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს
„ნიკა გვარამია სინამდვილეში წუხს, რომ ხელისუფლებაში არ არის და კიდევ უფრო ძალიან არ და ვერ ჩაგრავს ქართველ ხალხს. მისი წამოცდენა ნიშნავს იმას, რომ მისთვის და მისნაირებისთვის ქართველის სიცოცხლე იყიდება...



























