ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა - ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2026 წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მეუღლეს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1784305416
მსოფლიომექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება
მექსიკის სამხრეთ შტატ ჩიაპასის სანაპიროსთან ახლოს 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. როგორც მედია წერს, ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ გვატემალასა და ელ-სალვადორშიც, სა...
1784304531
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობა თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობა თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით...
1784304487
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო სამინისტროში, უწყების გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, უმაღლესი ტრიბუნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და სიმართლის გაჟღერებას უწუნებს - ასეთი მინისტრი მაგ უწყებაში ნამდვილად არ მახსოვს
ეს დედალი აკაცუკი, რომელიც სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო ცვლილებებამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყების ამგვარი ბიომასებისგან გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, ქვეყნის სასიკეთოდ, უმაღლესი ტრიბუნის გა...
1784301940
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-თან რეალური პარტნიორობა დაიწყოს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოგზავნილ წერილს ეხმაურება, რომელიც ამერიკის ლიდერმა საქართველოს პრე...
1784299264
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა
მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა. ახლა ე...






























