„პსჟ-ში ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ, გუნდში კარგი გარემოა, ეს კი მოედანზეც მეხმარება“ - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში სომხეთის ნაკრებთან საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ქართველმა ვარსკვლავმა როგორც მომავალ მატჩზე, ისე „პარი სენ-ჟერმენში“ თავის ადაპტაციაზე ისაუბრა.

„სომხეთში 3:0-ის მოგება ადვილი არ არის. მიქაუტაძე სტადიონიდან რომ გადიოდა, ვეჩხუბე, ბომბარდირებში როგორ გამასწარი-მეთქი – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი ძმებივით ვართ, გოლები ორივეს საქართველოსთვის გაგვაქვს.

მხითარიანთან არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ სომხეთის ნაკრები კარგი გუნდია, ვითარდება და მომავალში უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს.

ჩემ ძმას (თორნიკეს) რაც შეეხება, ვითამაშებთ თუ არა ორივე ერთად ნაკრებში? მას ვუსურვებ, რომ ბევრი იშრომოს და სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

პსჟ-ში ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ, გუნდში კარგი გარემოა, ეს კი მოედანზეც მეხმარება. პარიზში თამაშის შემდეგ მაქვს თუ არა კვირის მატჩისთვის მოტივაცია? საბერძნეთთან ისტორიული მატჩის შემდეგ „დინამო არენაზე“ არ გვითამაშია და აქ გამოსვლა ყოველთვის დიდი მოტივაციაა.

მადლობას გადავუხდი იტალიას, იქ კარგად მიმიღეს და კარგი სამი წელიწადიც გავატარე. ნაკრებში ბევრი მოთამაშეა ტოპ 5 ლიგიდან და დროა საჭირო, რომ ჩვენგან კიდევ ბევრი მოთამაშე მიიწვიონ.

შესაძლოა, ახლა ტალანტებით არგენტინისავით მდიდრები არ ვართ, მაგრამ ბევრი ლეგენდა გვყავს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვეყოლებიან“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742889193

საზოგადოება

პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით „ქალთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატების ინიციატივით, ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისთვის, „ქალთა დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის მიზანს ქალების ეკონომიკური გაძლიერება და გაა...

ნინო წილოსანი

1742888620

საზოგადოება

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს ციხეში და „პერედაჩებს“ უგზავნის - მე მოწილე ვიყავი და ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთო

შპს „მაგნატის“ მესაკუთრემ, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს განიხილავენ, განაცხადა, რომ პატიმრობის დროს მის ოჯახს პა...

 ჯემალ ლეონიძ

1742888283

საზოგადოება

🎥 შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ...

 შინაგან საქმეთა სამინისტრო

1742888006

საზოგადოება

ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე: ყველა მაფრთხილებდა „ვითიბი ბანკში“, „რესპუბლიკა ბანკში“, რომ „თიბისის“ ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობით - იმ დღეს დამაკავეს, ბოლო ქონების გადაცემას რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსთან

გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ჩემს კომპანია „მაგნატს“ და ახლად შექმნილ კომპანია „ენესკას“ ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიას შორის. თავიდანვე აქციონერებად 25 პროცენტი იყო „თიბისი“, - ამის შე...

ჯემალ ლეონიძე

1742887776

საზოგადოება

ჯემალ ლეონიძე: „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება 11 მლნ დოლარად აგვესახა, მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე ერთხელ, ორჯერ ვნახე

„თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება აგვესახა 11 მლნ დოლარად, ასე თქვეს ჩემებმაო, მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახ...

ჯემალ ლეონიძე