საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს

ისტორიაში პირველად შვიდკაცა რაგბი ევროპული თამაშების პროგრამაშია და მასში საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ევროპული თამაშები კრაკოვსა და მალოპოლსკაში გაიმართება. უშუალოდ შვიდკაცას ტურნირს 25-27 ივნისს მალოპოლსკა და შლიონსკი მასპინძლობს.
ვაჟთა ტურნირზე 12 ნაკრები იასპარეზებს: ბელგია, ჩეხეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი.
ევროპულ თამაშებზე ასევე პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზურები გათაშდება. სალიცენზიო 11 გუნდი (საფრანგეთი, როგორც მასპინძელი, ისედაც გასულია ოლიმპიადაზე) 1 პირდაპირი საგზურისთვის იბრძოლებს, რომელსაც ევროპული თამაშების გამარჯვებული (თუ ის საფრანგეთი არ იქნება) მიიღებს. მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები კი საკვალიფიკაციო რეპეშაჟში გადაერთვებიან. ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის შანსი ევროპულ გუნდებს 2022/23 წლების მსოფლიო რაგბის სერიიდანაც ექნებათ (საიდანაც 4 ნაკრები გადის), თუმცა საქართველო ამ ტურნირზე არ მონაწილეობს. ასე რომ, ჩვენთვის ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი ევროპული თამაშებია.
საქართველოს ნაკრები ასევე მონაწილეობა მიიღებს 2023 წლის რაგბი ევროპის შვიდკაცას ჩემპიონატზე, რომელიც ორ ეტაპად გაიმართება, 9-11 ივნისს ტურნირს პორტუგალიური ალგარვე უმასპინძლებს, ხოლო 7-9 ივლისს გერმანიის ქალაქი ჰამბურგი. ალგავრეს ეტაპზე რაგბი ევროპამ უკვე შეადგინა ჯგუფები:
A: ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა, ჩეხეთი
B: გერმანია, იტალია, საქართველო, რუმინეთი
C: საფრანგეთი, ბელგია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი
საქართველოს 7-ქალა ნაკრები კი ევროპირველობის მეორე დივიზიონში, ალაფაზე ასევე ორ ეტაპს ითამაშებს: პირველს 16-18 ივნისს ზაგრები (ხორვატია) მიიღებს, მეორეს კი, 7-8 ივლისს – ბუდაპეშტი (უნგრეთი). ზაგრების ჯგუფებიც ცნობილია და C ჯგუფში საქართველო, უნგრეთი, ავსტრია, ბულგარეთი შეერკინებიან.
1746807223
საზოგადოებამაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა - როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო
„ძალიან სამწუხაროა დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ასეთი მიდგომა, რომ როდესაც უნდათ, რაღაცაში ერევიან, როდესაც არ აწყობთ, რომ ეს ხმამაღლა გააჟღერონ, მაშინ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერში არ ვერევითო“, - ამის...
1746806350
საზოგადოებაირმა ხახუტაიშვილი: „ნიკორაში“ შევედი, 20 ახალგაზრდაა ჩემს წინ, ხელში აქვთ ევროპული ქვეყნების დროშები, უცებ სმ-ს მოდის ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე ეუბნება, ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო - 200-იო პასუხობს - მოკლედ, რა ფულს ხარჯავს ევროპა
„ფეისბუკ“ მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხახუტაიშვილი აღნიშნავს, სუპერმარკეტში სალაროსთან დგომისას, „სმს ხმა მოდის ჩემს წინ მდ...
1746806038
საზოგადოებაგიორგი კახიანი: გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში იყოს არა ის ძალა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, არამედ ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებებს შეასრულებს
გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში იყოს არა ის ძალა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, არამედ ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან მიღებულ დავალებებს შეასრულებს, - განაცხადა დღის ქრონიკაშ...
1746804548
საზოგადოებაპატრიარქი: დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვის ზრუნვის აუცილებლობა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს სოციალურ ქსელში ულოცავს. „ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს. ეს დღე მოიცავს და თავის თავში...
1746802351
საზოგადოებათხრილში ჩავარდნილი 2 პირიდან ერთ-ერთი დაიღუპა - შემთხვევა მარნეულში მოხდა
მარნეულში გზისპირა თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. არსებული ცნობით, მეორე მუშა დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები,...