მსროლელთა 7 ლიცენზია ევროპული თამაშებისთვის
პოლონეთში გასამართ III ევროპულ თამაშებზე საქართველოს სროლის სახეობათა ნაკრები 7 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
ახლახან დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე ლიცენზიები მოიპოვეს ტყვიის სროლაში: ნინო სალუქვაძემ, ლიზი კილაძემ, მარიამ ფროდიაშვილმა, ლევან ქადაგიძემ, კაკო მოსულიშვილმა და ცოტნე მაჭავარიანმა, ხოლო სასტენდო სროლაში: იაროსლავ სტარცევმა.
25-მეტრ დისტანციაზე სპორტული 5.66 მმ პისტოლეტიდან სროლაში ნინო სალუქვაძე იასპარეზებს.
10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში პირად პირველობაში ლიზი კილაძე და მარიამ ფროდიაშვილი გამოვლენ, ხოლო გუნდურში მათ ნინო სალუქვაძე დაემატება.
ვაჟებში პირად პირველობაში ლევან ქადაგიძე და კაკო მოსულიშვილი მოსინჯავენ მიზანს, ხოლო გუნდურში ცოტნე მაჭავარიანი შეუერთდებათ.
შერეულ წყვილებში ორი გუნდი გვეყოლება- კილაძე-მოსულიშვილი და ფროდიაშვილი-ქადაგიძე.
სასტენდო სროლაში იაროსლავ სტარცევი მრგვალ სტენდზე ისვრის.
III ევროპული თამაშები 21 ივნისს გაიხსნება და მას პოლონეთის ქალაქები კრაკოვი-მალოპოლსკის სავოევოდო უმასპინძლებს. თამაშების პროგრამაში შესულია: სროლა(ტყვია, სასტენდო), მშვილდოსნობა, სინქრონული ცურვა, ბადმინტონი, 3×3 კალათბურთი, პლაჟის ხელბურთი, კაიაკი და კანოე, ველოსპორტი, ფარიკაობა, ტანვარჯიში, ძიუდო, კარატე, თანამედროვე ხუთჭიდი, სამთო რბენა, 7-კაცა რაგბი, ხელოვნურსაფარიან ტრამპლინიდან ხტომა, მეკლდეურობა, მაგიდის ჩოგბურთი, ტრიატლონი, ფრენბურთი (კლასიკურიც და პლაჟის), ჭიდაობა, ძალოსნობა და ბრეიქდანსი.
თამაშები სპორტის მთელ რიგ სახეობებში ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული, ზოგში კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირია და პირდაპირ იძლევა ოლიმპიურ ლიცენზიებს.
წყარო: საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია.
1784371551
ახალი ამბებიპრემიერი: სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება, ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე
„სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება“, - ამის შესახებ...
1784370888
ახალი ამბებისამტრედია-გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დამატებით 6-კილომეტრიანი გზა იხსნება
სამტრედია-გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დამატებით 6-კილომეტრიანი გზა იხსნება. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა პირები ესწ...
1784368178
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო...
1784366330
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს დაცული, თუ ამის განმტკიცებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივად ვიმოქმედებთ, რაც უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ განუცხადა პრემიერს, ამისთვის მზად ვართ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, დონალდ ტრამპის წერილს ეხმაურება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობ...
1784365083
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს
„ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიას (NDRC) შორის გაფო...































