შოთა ბაჩოშვილი და მერაბ სამადაშვილი ევროპის ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონები არიან!
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციამ პირველ წარმატებებს მიაღწია.
ოქროს მედლები მოიპოვეს ქართველმა ძუდოისტებმა- შოთა ბაჩოშვილმა (50) და მერაბ სამადაშვილმა (55).
შოთა ბაჩოშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი პირწმინდად დაჩაგრა რუმინელი მარიო რატე - ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი იპონზე დააგდო. ნახევარფინალშიც ასევე "ვაზარ-იპონით" დაჯაბნა აზერბაიჯანელი ნიჰად მამიშოვი, თუმცა მასთან ჯერ თვითონ ჩამორჩა ვაზარით. ქართველმა ფინალიც იპონით მოიგო ბელგიელთა ნატურალიზებულ ჩრდილო კავკასიელ აშხაბ ისაევთან.
სამადაშვილი ტურნირში პირველივე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ ვაზარი აუღო სომეხ ანდრეი ანდრეიანს, შემდეგ კი ბეჭებზეც დააგდო. მეორე წრეში მოლდოველი ვლადიმირ იაკომი ორჯერ დააგდო ვაზარიზე, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელი აიხან მირზაზადა პირდაპირ იპონით დააარცხა. სამადაშვილმა ფინალიც წმინდად მოიგო იტალიელ ემილიანო ლატანცისთან.
26 ივლისს სლოვენიაში 3 მონაწილე გვეყოლება: ბიჭებში საქართველოს ჩემპიონი თორნიკე გიგაური (60) და ქვეყნის პირველობის ფინალისტი მათე გველესიანი (66) გამოვლენ, გოგონებში კი თამარ გიგოლაევი იასპარეზებს 48 კილოგრამში.
1784315868
მსოფლიოAxios: აშშ-მა ისრაელს აცნობა, რომ ისრაელში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის
შეერთებულმა შტატებმა ისრაელს აცნობა, რომ ქვეყანაში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი, ფართო...
1784313938
ახალი ამბებინაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა - ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ინფორ...
1784311658
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს, ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ
საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად ი...
1784310128
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...
1784309067
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ, დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს...

































