„ჩემი შვილი უკრაინელია და უკრაინაში უნდა გაიზარდოს" - უკრაინელი ქალის ამაღელვებელი ისტორია, რომელმაც საავადმყოფოს სარდაფში იმშობიარა
„პარასკევი, რუსეთის შემოჭრის მეორე დღე იყო. სახლში ვიყავი და ძალიან ვნერვიულობდი, გარედან აფეთქებების ხმა მესმოდა. ვლოცულობდი და ჩემს პატარა ბიჭზე ვფიქრობდი, რომელიც მალე დაიბადებოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი შვილი შუა ომში უნდა დაბადებულიყო“- ამბობს Guardian-თან საუბრისას 31 წლის ვიქტორია, რომელმაც უკრაინაში საავადმყოფოს სარდაფში მოწყობილ თავშესაფარში იმშობიარა.
"ტკივილები, როცა დამეწყო მე და ჩემს ქმარს საავადმყოფოში წასვლა ძალიან გვეშინოდა, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ. გავიარეთ კიევის ცარიელი ქუჩები. ასეთი ცარიელი ქალაქი ცხოვრებაში არ მინახავს. გვესმოდა საომარი სირენების გამაყრუებელი ხმა, ყველაფერი საშინელი სანახავი იყო, როგორც ფილმებშია, მაგრამ ვცდილობდი პოზიტიურად მეფიქრა”
ცოტა ხნის შემდეგ მოვახერხეთ საავადმყოფოებში მისვლა, რომელიც დაბომბვის შიშით, სრულიად ჩაბნელებული იყო. ჩემმა ექიმმა, კომფორტულ და ფერად ოთახში წაგვიყვანა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ისევ გაისმა სირენების ხმა.
მოგვიანებით, ექიმი მოვიდა და მითხრა, რომ სარდაფში უნდა ჩავსულიყავით, სადაც თავშესაფარი იყო. როცა საავადმყოფოში შეშინებულმა ხალხმა სირბილი დაიწყო პანიკაში ჩავვარდი. შარვლის ჩაცმაც კი არ შემეძლო. თავშესაფარში, რომ მივედით შოკში ვიყავით. ეს იყო საბჭოთა პერიოდში აშენებული. იქაურობა ცივი, ნესტიანი და დასანგრევად მზად იყო.
სამედიცინო ტექნოლოგია არ იყო, მხოლოდ გინეკოლოგიური სკამი იდგა. „ვცდილობდი არც კი გამახედა მისკენ და იმედი მქონდა საავადმყოფოში მალე დავბრუნდებოდი.
„ცოტა ხანში წყლები დავღვარე. ჩემმა ექიმმა შემომხედა და მითხრა, რომ აქ უნდა მემშობიარა რადგან ლოდინი ძალიან საშიში იყო. იმ მომენტში არ მეშინოდა, რადგან ვენდობოდი ჩემს ექიმს და ერთადერთი რაზედაც ვფიქრობდი, ჩემი შვილის ხელში აყვანა და ტკივილის შეჩერება იყო. საოცარი სიხარული ვიგრძენი, როცა ჩემი შვილი, ფედორი დავინახე. როცა ის ხელში მეკავა, ვგრძნობდი სიყვარულს და გულწრფელ ბედნიერებას. ამ დროს მე მას ვუთხარი , რომ "შენ უნიკალური ხარ, უკრაინაში დაიბადე, შენ ახალგაზრდა უკრაინელი ხარ".
ახლა ყოველ დილით ცოტა ადრე ვიღვიძებ, რომ ვუყურო, როგორ სძინავს, ის პატარა ანგელოზს ჰგავს, მერე ფანჯრიდან ვიყურები და ვამოწმებ შენობებს ადგილზე დარჩა თუ განადგურდნენ“, – ჰყვება 32 წლის უკრაინელი დედა.
იმედი მაქვს ჩემ შვილს ომი მხოლოდ ისტორიიდან ეცოდინება და არასოდეს გამოცდის მას საკუთარ თავზე. არ მინდა მან იცოდეს რა არის ნამდვილი ომი. ომის მიუხედავად, ფედორმა იმდენი სიყვარული, ბედნიერება და სიკეთე შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ მასზე ვზრუნავთ და გვახარებს მისი არსებობა. იმედი მაქვს და ვლოცულობ მშვიდობისთვის - ის ახალგაზრდა უკრაინელია, ის ახალ უკრაინაში უნდა გაიზარდოს", - ამბობს ახალშობილის დედა.
ასევე საინტერესოა
🔵1 000 000$ პუტინის თავისთვის - რუსი ბიზნესმენი ფულად პრემიას აწესებს
🔵გაერომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს
🔵რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ბელარუსში ჩავიდა - CNN
1791736485
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა
„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...
1791733324
ახალი ამბებიპრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
„საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...
1791731307
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...
1791729248
სპორტისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...































