კუნძულ ზმეინიზე უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს

უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობის განცხადებით, იერიში მიიტანეს შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე გამაგრებულ რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე. უკრაინული მხარის მტკიცებით, კუნძულზე ბოლო დღეების განმავლობაში განადგურებულია 40 რუსი სამხედრო და მტრის 4 საზენიტო დანადგარი.

ინფორმაცია ამის შესახებ სამხრეთის სარდლობამ ფეისბუკის ოფიციალური გვერდზე გაავრცელა. კუნძულ ზმეინიზე უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ ცნობები 27 აპრილსაც გავრცელდა - მაშინ უკრაინის სამხრეთის სარდლობა ამბობდა, რომ გაანადგურა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტრელა-10“.

რუსმა სამხედროებმა უკრაინის კუნძული ზმეინი საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე დაიკავეს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, საიდანაც 24 თებერვალს, ზმეინის დამცველ უკრაინელ მესაზღვრებს დანებება მოსთხოვეს და პასუხად მიიღეს: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხუი“, 14 აპრილს ჩაიძირა. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, "მოსკვა" შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს რაკეტა „ნეპტუნ"-ით.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ბორჯომიც" ჩამოართვან იმ რუს სახელისუფლებო ოლიგარქს, ვინმე წესიერს მიყიდონ - დავით ბერძენიშვილი

🔵უკრაინაში, ანჯელინა ჯოლიმ ომის შედეგად დაზარალებული ბავშვები მოინახულა

🔵დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ რკინიგზის საშუალებით მივიდნენ

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1754153751

ახალი ამბები

30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება

 30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...

ველომარათონი

1754152417

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...

პრემიერი

1754149225

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია

 გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...

გამსახურდია

1754146379

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს

 არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...

გიორგი კალანდარიშვილ

1754144505

საზოგადოება

თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

 თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.

ხანძარი ბათუმში