მარიუპოლის დაბომბვა მხოლოდ მაშინ შეჩერდება, როცა უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან - პუტინი
კრემლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მარიუპოლის დაბომბვა მხოლოდ მაშინ შეჩერდება, როცა უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან.
ამასთან, მოსკოვის განცხადებაში არაფერია ნათქვამი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფის შესახებ, რაზეც ფრანგი ოფიციალური პირების თქმით, პუტინი მაკრონს დაპირდა, რომ მოიფიქრებდა.
პარიზის ცნობით, საფრანგეთმა, თურქეთმა, საბერძნეთმა და რამდენიმე ჰუმანიტარულმა ჯგუფმა ვლადიმერ პუტინს ქალაქის ევაკუაციის გეგმა წარუდგინეს. ამის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ ამაზე დაფიქრდებოდა.
ამავე დროს, კომპანია Maxar-მა ალყაში მოქცეული მარიუპოლის ახალი სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა. სადაც ჩანს დაბომბვის შედეგად დაზიანებული და დანგრეული სახლები.
მარიუპოლის მერის თქმით, ომის დაწყებიდან ქალაქში 5000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 210 ბავშვია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1791459717
ახალი ამბებიმეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე წინა ხელისუფლების მიერ ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის შესახებ წერს, რომ „ნარკოტიკებისგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით“ გარდაიცვალა. გოცირიძე ეხმიანება ოპოზიციო...
1791459560
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძეზე: ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს, ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს
„ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამომდინარე აქედან, გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს და ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს“, - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტ...
1791458082
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს
„ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს“, - განაცხადა საპროცედურო...
1791456168
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი არ აქვს. მისი თქმით, ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები მიიღება არა რაიმე საკითხის შესწავლით, არამედ პოლიტი...
1791456032
საზოგადოებალაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე, ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? - „ქართულმა ოცნებამ“ წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს სოციალურ ქსელშ...

























